მთავარისიახლეებისაზოგადოებაგიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ თვითიზოლაციის წესი "დემონსტრაციულად" დაარღვია

გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ თვითიზოლაციის წესი “დემონსტრაციულად” დაარღვია

Published on

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ თვითიზოლაციის წესი “დემონსტრაციულად” დაარღვია და მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე მივიდა. მისი განმარტებით, იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც იზოლაციის გარეშე შეუშვეს, საქართველოში კი თვითიზოლაციას სთხოვენ, რომელიც დაარღვია, რადგან PRC ტესტის მიხედვით კორონავირუსი არ აქვს.

“ქვეყანაში არის დაწესებული უამრავი უაზრო რეგულაცია, უწესო წესი, რომელიც არ სჭირდება არც კორონავირუსთან ბრძოლას და ა.შ. მე, მაგალითად, გახარიას გადაწყვეტილებით, ახლა უნდა ვიჯდე სახლში, მაგრამ დემონსტრაციულად ვარღვევ ამ წესს და თან მაქვს მოტანილი აგერ PCR ტესტი, რომ ვარ ჯანმრთელი. ახლა მომივიდა პასუხი და როგორც კი მომივიდა, მოვედი. ეს ტესტი მათთვის საკმარისი არ არის, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში საკმარისია და აქ მაინც მეუბნებიან, რომ სახლში უნდა ვიჯდე. ასეთივე უწესო წესი არის დღეს უამრავი, 9 საათზე კომენდანტის საათიდან დაწყებული, საზოგადოებრივი ტრანსპოსრტის შეზღუდვით გაგრძელებული და ა.შ”, — განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში არ იქნებოდა კოვიდაფეთქება, რომ არა მთავრობის კორუფციული სქემებით ზაფხულში, ბათუმში, რუსეთიდან შემოყვანილი ტურისტები.

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას. ამიტომ წესის დაცვა ჩვენ ყველას შეგვიძლია, მაგრამ როცა არის წესი, რომელიც შიმშილისთვის წირავს საზოგადოებას, ანგრევს ეკონომიკას, ეს წესი უნდა დავარღვიოთ”, — დასძინა ვაშაძემ.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი მთავრობის კანცელარიასთან იმ აქციაზე იმყოფებოდა, სადაც მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს. აქციის მონაწილების განცხადებით, ეს აკრძალვები განსაკუთრებით ამძიმებს სოციალურ მდგომარეობას და ლახავს ადამინთა უფლებებს. ისინი ითხოვენ, პირველი თებერვლიდან მოიხსნას შეზღუდვები ზამთრის კურორტებზე, სასწავლო პროცესი გაგრძელდეს საკლასო ოთახებში, აღდგეს საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, შემსუბუქდეს კომენდანტის საათი და ასევე, ყველა შშმ პირს მიეცეს თავისუფლად გადაადგილების საშუალება, მოიხსნას, საჭიროების მიხედვით, ყველა შეზღუდვა.

ამასთან, დღეს, საღამოს 9 საათიდან, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო სეირნობა გაიმართება. მოქალაქეები ასე კომენდანტის საათს გააპროტესტებენ. ეს ინფორმაცია მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთმა სიტყვით გამომსვლელმა დააანონსა.

გარდა ამისა, დღესვე ცნობილი გახდა, რომ აქციის მონაწილეები მთავრობას შეზღუდვების მოხსნისთვის 48-საათიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენობების პიკეტირებას აპირებენ.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ეს აქცია სამშაბათს, 26 იანვარს, 15:00 საათზე გაიმართება

სიახლეები

ისრაელის საჰაერო დარტყმების შემდეგ თეირანში “დაღამდა” და “ნავთობის წვიმასაც” ელოდებიან

აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ირანის სანაპიროსთან ახლოს ატომური ავიამზიდები განათავსეს. ისრაელი ჰაერიდან იერიშებს...

ირანს ახალი სულიერი ლიდერი ჰყავს, ვინაობა არ სახელდება

ირანის სასულიერო პირთა ექსპერტთა ასამბლეამ ქვეყნის ახალი უზენაესი ლიდერი აარჩია, თუმცა არჩეული პირის ვინაობა ჯერჯერობით...

რა თქმა უნდა, ბიძინას ნაკლი არა აქვს, რომ არ მჯეროდეს, ამდენ ბულინგს ვერ გავუძლებდი – შალვა რამიშვილი

"ქართული ოცნების" პროპაგანდისტი, ქრთამის მიცემისა და გარყვნილი ქმედებისთვის მსჯავრდებული, "პოს ტვ"-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი და...

გორში იარაღით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს – “ქართლის ამბები”

გორში, სოფელ სვენეთში, იარაღიდან გასროლით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს - ინფორმაციას ადგილობრივი მედია...