მთავარისიახლეებიპოლიტიკაევროპარლამენტარი მარინა კალიურადი: "რუსეთის ფედერაციამ უნდა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და უკან...

ევროპარლამენტარი მარინა კალიურადი: “რუსეთის ფედერაციამ უნდა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და უკან წაიღოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის აღიარება”

Published on

დღეს ევროპარლამენტარი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის ხელმძღვანელი მარინა კალიურადი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ “რუსეთის ფედერაციამ უნდა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და უკან წაიღოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის აღიარება”.

ევროპარლამენტარი რუსეთისგან ოკუპირებულ რეგიონებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წვდომის უზრუნველყოფასაც ითხოვს.

“როგორც არაერთხელ განაცხადა ევროპარლამენტმა, რუსეთის ფედერაციამ უნდა შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები… როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელმა ძალამ, უნდა უზრუნველყოს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) უპირობოდ დაშვება ოკუპირებულ რეგიონებში, ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესაბამისად, რომლითაც დასრულდა ომი”, – წერია მის განცხადებაში.

საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტების აზრით, მარია კალიურადის მიერ სტრასბურგის სასამართლოს განაჩენთან დაკავშირებით გამოქვეყნებული განცხადება კიდევ ერთი დასტურია რუსეთის ოკუპაციის და მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვის. 

შეგახსენებთ, რომ 21 იანვარს ცნობილი გახდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ – რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელი დაკმაყოფილებულია.

სიახლეები

მოსამართლე ბუგიანიშვილმა ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს...

ზურაბიშვილი ოცნებას: “მეცოდებით!”

"საზოგადოებაში თქვენი ხელით დათესილმა შიშმა, დღეს თქვენს ბანაკში გადმოინაცვლა"- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი...

ირანის უზენაეს ლიდერად დაინიშნა მოკლული ალი ხამენეის ვაჟი მოჯტაბა ხამენეი

ირანის წამყვანმა რელიგიურმა მოღვაწეებმა ქვეყნის უზენაეს ლიდერად დანიშნეს დაღუპული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის...

სად რა ხდება ახლო აღმოსავლეთში: მდგომარეობა 9 მარტისთვის

- ჯიმი ლევი - წუხელ მთელი ღამე იბომბებოდა ისრაელი ირანიდან და ლიბანიდან. დაფიქსირდა კასეტურშიგთავსიანი რაკეტების...