მთავარისიახლეებიპოლიტიკარა შეიტანეს და რა გამოიტანეს ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა დღევანდელი...

რა შეიტანეს და რა გამოიტანეს ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა დღევანდელი შეხვედრიდან ,,ქართულ ოცნებასთან”

Published on

პარტია მოქალაქეების ლიდერები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში ქართულ ოცნებასთან შესახვედრად მივიდნენ. როგორც ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას შემდეგ რაც მზაობა გამოთქვეს მმართველ პარტიასთან შეხვედრისთვის, მას პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე დაუკავშირდა.პარლამენტში ისინი არჩილ თალაკვაძესა და მამუკა მდინარაძეს შეხვდნენ.  

ელისაშვილმა ქართული ოცნების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ თქვა,  , რომ “ქართული ოცნება” უბრალოდ არც აღიარებს პოლიტპატიმრების არსებობას. მანამდე იყო 5 გვარი და იმ 5-დან გამოვიდა 2.  ძალიან მძიმედ არის ეს საქმე”. 

ქართული ოცნების წვერი, მამუკა მდინარაძე, ამ შეხვედრის  შემდეგ ამბობს, რომ პოლიტპატიმრების საკითხი პარლამენტში განსახილველი არაა და საქართველოში დღეს ასეთი რამ არც არსებობს.

“პირდაპირ გეტყვით ასევე, რომ პოლიტპატიმრების თემაზე მოკლედ მოვუჭერით და საერთოდ არ ველაპარაკეთ. ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე მოგიყვებით, რომ პოლიტპატიმრების საკითხის შემობრუნება სცადეს ორჯერ თუ სამჯერ, ჩვენ მათ ამ თემაზე არ ვესაუბრებით, არჩილმაც თქვა და მეც იგივეს გაგიმეორებთ, რომ საქართველოს პარლამენტი არ არის ადგილი სადაც, ზოგადად, პატიმრებზე და მათ გათავისუფლებაზე უნდა ვილაპარაკოთ, პოლიტპატიმარი კი არ არის ის სიტყვა, რომელიც რელევანტურია დღევანდელ მოცემულობასთან, მთელი პასუხისმგებლობით გიცხადებთ, რომ ასეთი საქართველოში არ არსებობს”. –  თქვა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის თქმით, შეხვედრა იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ საბოლოოდ მხარეები შეთანხმდებიან, თუმცა მოქალაქეების ყველა პირობაზე დათმობაზე წასვლა წარმოუდგენელი იქნება.

“საარჩევნო რეფორმას რაც შეეხება, გარკვეული დეტალების გარდა, რაც ასევე საკამათო გახდა და ისეთი დეტალებია, რაც მე მგონია საკამათო საერთოდ არ უნდა იყოს, ჩვენ პრაქტიკულად შეთანხმებულები ვართ, ამ კუთხით გარკვეული პოზიტივები იყო მანამდეც ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთადაც და შესაბამისად, აქ ნაკლები პრობლემა ჩანს, ძალიან მოკლედ რო მოგიყვეთ, შემიძლია გითხრათ, რომ შეიძლება ცოტა ზედმეტი სიჯიუტით, პრინციპულობით უდგებიან ყველა იმ საკითხს, რასაც ზოგადად ოპოზიცია აყენებს და მეჩვენება, რომ გარდა რიგგარეშე არჩევნებისა, რომელზეც ასე პრინციპულად არ უსაუბრიათ, მოქალაქეებს სურთ, რომ ყველა საკითხზე მიიღონ ჩვენგან თანხმობა, რაც წარმოუდგენელია”. – თქვა მდინარაძემ

შეგახსენებთ, პარტია მოქალაქეების ლიდერებს – ალეკო ელისაშვილსა და ლევან იოსელიანს საპარლამენტო მანდატებზე უარი არ უთქვამთ. ასევე, მანდატების გაუქმების მოთხოვნით საკანდონმდებლო ორგანოსთვის არ მიუმართავს გირჩის სამ წევრს. ოპოზიცია ხელისუფლებისგან ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმას, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვს და საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს. ამ დროისთვის 60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან საპარლამენტო მანდატებზე უმრავლესობას უარი აქვს ნათქვამი.

აქამდე მოქალაქეები და გირჩი ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს მართავდნენ. იდეა, რომელსაც ბოლო პერიოდში აქტიურად ლობირებენ ორივე პარტიის ლიდერები, გულისხმობს, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს, უნდა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია — ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას აზრიც ეკარგება.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...