მთავარისიახლეებიპოლიტიკახვალ, 23 იანვარს სოხუმში პუტინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება - “ არ მივცეთ...

ხვალ, 23 იანვარს სოხუმში პუტინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება – “ არ მივცეთ ნავალნის რუსეთში შიდაპოლიტიკური სიტუაციის შერყევის შესაძლებლობა”

Published on

ხვალ, 23 იანვარს სოხუმში, რუსეთის ე.წ. საელჩოსთან გაიმართება პრეზიდენტ პუტინის და მისი პოლიტიკის მხარდამჭერი აქცია. ინიციატორები არიან „აფხაზეთის რუსული თემი“, კაზაკთა გაერთიანებები და „აფხაზეთის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის და რუსეთის ურთიერთობების განვითარების ფონდი“.

ეს ორგანიზაციები აცხადებენ, რომ შეშფოთებულნი არიან რუსეთში საპროტესტო გამოსვლებისკენ ალექსეი ნავალნის მოწოდებით და „უპირობოდ უჭერენ მხარს ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინის კურსს“.

სოხუმში დაგეგმილი აქციის ორგანიზატორთა თანახმად, „პროდასავლელ ოპოზიციონერ ნავალნის“ არ მისცემენ რუსეთში შიდაპოლიტიკური სიტუაციის შერყევის შესაძლებლობას. აქციის ინიციატორები აფხაზეთში მყოფ რუს თანამემამულეებს მოუწოდებენ, 23 იანვარს, დღის პირველ საათზე პუტინის პოლიტიკის მხრადასაჭერად რუსეთის საელჩოსთან მივიდნენ.

23 იანვარს რუსეთში დაგეგმილია საპროტესტო აქციები ოპოზიციონერი ლიდერის, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებლის, ალექსეი ნავალნის დაკავების და ხელისუფლების მხრიდან მისი დევნის გამო. საპროტესტო გამოსვლებისკენ მოწოდებები სოციალური ქსელებით ვრცელდება. რუსეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ აღკვეთენ როგორც თავად არასანქცირებულ აქციებს, ასევე საპროტესტო გამოსვლებისკენ მოწოდებებს.

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...