” ეს თანხვდება საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნას, რუსეთმა შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევები” – აშშ-ის საელჩოს განცხადება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით

0
360

“სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნას, რომ რუსეთმა შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევები”, — ასე ეხმიანება აშშ-ის საელჩო საქართველოში აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. საელჩოში აცხადებენ, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება მკაფიოდ საქართველოს სასარგებლოდ მიიღო.

“განსაკუთრებით საგანგაშო და მიუღებელია რუსეთის მცდელობები, გააკონტროლოს და გამოიყენოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები ბორდერიზაციის გზით, თვითნებური დაკავებებით, ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის გადაკვეთის შეზღუდვითა და სოციალურ-ეკონომიკური და სამხედრო “ხელშეკრულებების” დადებით საქართველოს ორ რეგიონთან. ეს ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხის სიცოცხლეს, კულტურასა და პირად თავისუფლებებს და არ აძლევს მათ იმ უფლებებით სარგებლობისა და შესაძლებლობების გამოყენების საშუალებას, რაც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი”, — წერია საელჩოს გავრცელებულ განცხადებაში.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ აგვისტოს 2008 წლის ომზე საქართველოს ძირითადი სარჩელი დააკმაყოფილა. სტრასბურგის სასამართლო გაიზიარა საქართველოს პოზიცია და ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის (კონვენციის მე-3 მუხლი) რუსეთი დაადანაშაულა. სასამართლოს დიდმა პალატამ, ომის დროს საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობების გამოუძიებლობისთვის რუსეთის პასუხისმგებლობა დაადგინა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ამ და სხვა დარღევევების აღიარებით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის მიერ ქართველების წინააღმდეგ განხორციელებული ეთნიკური წმენდა დასტურდება.

წინა სტატიაყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრები 15 თებერვლიდან გაიხსნება
შემდეგი სტატია,,ალეკო ელისაშვილი დღეს იმ ადგილას მივიდა, სადაც რეალურად უნდა მუშაობა”- ოპოზიციაში ,,მოქალაქეების”ლიდერების დღევანდელ ქმედებას ეხმაურებიან
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური