მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ალეკო ელისაშვილი დღეს იმ ადგილას მივიდა, სადაც რეალურად უნდა მუშაობა''- ოპოზიციაში ,,მოქალაქეების''ლიდერების...

,,ალეკო ელისაშვილი დღეს იმ ადგილას მივიდა, სადაც რეალურად უნდა მუშაობა”- ოპოზიციაში ,,მოქალაქეების”ლიდერების დღევანდელ ქმედებას ეხმაურებიან

Published on

“ყველა ირჩევს საკუთარ გზას პოლიტიკაში და, შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებებს იღებენ ინდივიდუალურად. ახლა რა შედეგებს მოიტანს ეს შეხვედრა, მგონი, ამას საზოგადოება განსჯის”, — ასე გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის წევრი ზააალ უდუმაშვილი მოქალაქეების ლიდერების, ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის შეხვედრას ქართული ოცნების წევრებთან.

ელისაშვილის თქმით, ოპოზიციის სხვა წევრები არ განიხილავენ მმართველ გუნდთან ინდივიდუალურ შეხვედრებს.

“ერთადერთი ფორმატი, რომელიც არსებობს დღეს ქართულ ოცნებასთან სასაუბროდ, ეს არის ჩვენი მეგობარი ელჩების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებები. სხვა ფორმარტი ოპოზიციაში ქართულ ოცნებასთან სალაპარაკოდ არ განიხილება”, — განაცხადა მან.

მისივე თქმით, მოსალოდნელია, რომ მოქალაქეებსა და მმართველ გუნდს შორის შეთანხმება შედგება.”სავარაუდოდ, იქით მიდის საქმე, რომ რაღაცა შეთანხმება მათ შორის შედგება, ისე არ დაიწყებოდა ეს საუბარი”, — აღნიშნა მან.

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ალეკო ელისაშვილის დამოკიდებულება ოპოზიციური პლატფორმის მიმართ ნათელია და დღეს ის იმ ადგილას მივიდა, სადაც რეალურად უნდა მუშაობა.

“სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ნამდვილად უინტერესოა სად მივიდა ელისაშვილი იმიტომ, რომ პარტია მოქალაქეების დამოკიდებულება ოპოზიციური პლატფორმის მიმართ გამოჩნდა ძალიან დიდი ხანი. მოდით თქვათ, მივიდა იმ ადგილას, სადაც რეალურად მას უნდა მუშაობა, რომ მიანიჭოს პარლამენტს ლეგიტიმაცია. რაც შეეხება პოლიტმატიმრების თემას, მე მოვუწოდებ ყველა ადამიანს, ვისთვისაც რაიმე სახის მორალურ განზომილებას აქვს მნიშვნელობა, თავი დაანებონ პოლიტმატიმრების თემით სპეკულაციას”, — განაცხადა დეკანოიძემ.

დღეს, 22 იანვარს, პარტია მოქალაქეების ლიდერები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში ქართულ ოცნებასთან შესახვედრად მივიდნენ.

სიახლეები

კახეთში დაჭრილი პირებიდან, ერთ-ერთი კახეთის პოლიციის თანამშრომელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთში ორი პირის დაჭრის ფაქტზე 1999 წელს დაბადებული ნ.რ. დააკავეს....

საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტში დღეს დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება - წინასწარ ცნობილი დღის წესრიგის მიხედვით, ევროპარლამენტარები კენჭს...

მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებელი ოცნებაა – ISSA

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას არსებობას...

ძალიან მძიმე ტრავმები აქვს, შოკისმომგვრელი ამბავი იყო ყველასთვის – სარჯველაძე რიჟვაძეზე

პირველ საუნივერსიტეტო კლინიაკში, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეა გადაყავანილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრი,...