მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში გაშლილ საპროტესტო კარავში სამოქალაქო აქტივისტებმა ღამე გაათენეს

ზუგდიდში გაშლილ საპროტესტო კარავში სამოქალაქო აქტივისტებმა ღამე გაათენეს [Video]

Published on

ზუგდიდში გაშლილ საპროტესტო კარავში სამოქალაქო აქტივისტებმა ღამე გაათენეს. მათ კარავი ქალაქის ცენტრში, სამხარეო ადმინისტრაცის შენობასთან გუშინ გაშალეს.”მოძრაობა საქართველოსთვის” სხვა სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად აქცია-პერფორმანსებს გეგმავს.აქტივისტების განცხადებით, გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებს აპროტესტებენ და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვენ.

ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან “სამოქალაქო მოძრაობის” აქტივისტები აქცია გუშინ გამართეს. საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა.აქციის  ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა. სასწრაფო დამხარების ბრიგადამ მას ადგილზე აღმოუჩინა დახმარება.აქციის მონაწილეები იხოვდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ მალხაზ თორიასთან შეხვედრას და ასევე პლაკატის გაკვრას ადმინისტრაციის შენობაზე.მათ ამის საშუალება  სამართალდამცავებმა არ მისცეს

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...