მთავარისიახლეებიპოლიტიკაქართული ოცნების პარადოქსები: წულუკიანი და კამპანია, რომელნიც ომის დაწყებაში მიხეილ სააკაშვილს და...

ქართული ოცნების პარადოქსები: წულუკიანი და კამპანია, რომელნიც ომის დაწყებაში მიხეილ სააკაშვილს და ქართულ არმიას ადანაშაულებდნენ, თავიანთი ოპუსების გაცამტვერებას ზეიმობენ

Published on

დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც ომის დაწყებაში მიხეილ სააკაშვილს და ქართულ არმიას ადანაშაულებდა, თავისი ოპუსების გაცამტვერებას ზეიმობს.

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარია სტრასბურგის სასამართლოს მიერ, რუსეთ საქართველოს 2008 წლის ომზე საქართველოს სასარგებლოდ მიღებულ გადაწყევტილებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს საერთო გამარჯვებაა.”დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა! დავა – საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა!ეს საერთო გამარჯვებაა!” – წერს გიორგი გახარია. 

სტრასბურგის გამარჯვებას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს ისტორიული დღეა. მისი თქმით, სასაამრთლომ ჩვენი სახელმწიფო ამ ომში მსხვერპლად აღიარა, რაც დიდი მიღწევაა ქვეყნისთვის.”დღეს არის ძალიან სიმბოლური დღე, რომელსაც ბრიუსელში ვხვდები, სადაც ძალიან მაღალი დონის შეხვედრები ტარდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს სწორედ სტრასბურგმა მიიღო ეს ისტორიული გადაწყვეტილება. ისტორიულია და შემთხვევითი არაფერია.

,,ეს ხდება ჩვენი ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ, 30 წლის მერე რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა და 2008 წლის ომის შემდეგ 12 წელი გავიდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პირველად ისოტრიაში და პირველად სხვა ქვეყნების ისტორიაშიც ხდება ის, რომ საქართველო სამართლებრივად არის გამართლებული, სახლემწიფო არის აღიარებული როგორც ამ ომის მსხვერპლი და ეს არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ისტორიისთვის და ჩვენი მომავლისთვის, იმიტომ რომ ეს არის ის საყრდენი, რაზეც ახლა უნდა ავაშენოთ ჩვენი მომავალი და ჩვენი გაერთიანება”, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი. 

პრეზიდენტმა ამ გადაწყვეტილების გამო მადლობა გადაუხადა იუსტიციის ყოფილ მინისტრს, თეა წულუკიანს და სამინისტროს. 

“მე მინდა კერძოდ დიდი მადლობა ვურთხრა იუსტიციის სამინისტროს და თეა წულუკიანს, რემეთუ ამ გამარჯვების ძალიან დიდი წვლილი მათ ეკუთვნით. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის მთელი საქართველოს გამარჯვება, მაგრამ უნდა ვიცოდეთ მადლობის თქმა”, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი. 

სიახლეები

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...

ალექსეი ნავალნი ისრის ბაყაყის ტოქსინით (ეპიბატიდინით) მოწამლეს – 5 ქვეყნის მთავრობის განცხადება

(ტაბულა) - ხუთი ევროპული ქვეყნის მთავრობამ 14 თებერვალს ერთობლივად განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი...