მთავარისიახლეებისაზოგადოებაპოლიციამ სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

პოლიციამ სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

Published on

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიების შედეგად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში ერთი პირი დააკავეს. დაკავებულს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაში ედება.

უწყების ინფორმაციით, პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო: “EKOL Tisa-ისა” და “KRAL-ის” მოდელების 2 პისტოლეტი, “აკს-ის” მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 700 ვაზნა, ტყვიამფრქვევის 20 ვაზნა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნებისთვის განკუთვნილი დენთი.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

სიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საოკუპაციო რეჟიმმა ტყვარჩელის რაიონის, სოფელ ოქუმში საქართველოს მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის...

კალაძე მოსკოვის მექანიზმზე-ეს არის სრული ბოდვა

ეს არის სრული ბოდვა. მე მგონი, ყველა კარგად ვხვდებით თუ რატომ დაიწყო ეს ყველაფერი,...

შესაძლოა დამოუკიდებელი სამაუწყებლო არხების დახურვა გამოიწვიოს – TI კომკომის განცხადებაზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შეფასებით, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია კრიტიკულ ტელევიზიებს ემუქრება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ...

ეს არის მოსკოვის მექანიზმის მანდატიდან გასვლა – მახაშვილი ეუთო/ოდირის ანგარიშზე

ივანიშვილის დეპუტატი, ლევან მახაშვილი ეუთო/ოდირის ანგარიშს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ესაა "აუხდენელი ოცნებების და...