მთავარიUncategorizedოპოზიციასთან მოლაპარაკებებიც და კინკლაობაც დავასრულეთ - ალეკო ელისაშვილი

ოპოზიციასთან მოლაპარაკებებიც და კინკლაობაც დავასრულეთ – ალეკო ელისაშვილი

Published on

პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა, რომ აღარ აპირებს ოპოზიციასთან კინკლაობის გაგრძელებას და ,,ქართულ ოცნებას” დიალოგს თავაზობს.

.,,ჩვენ, დავასრულეთ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებიც და კინკლაობაც. ის საკითხი, რომ თითქოს ვინმემ საიდანღაც გაგვრიცხა არის უბრალოდ ღიმილისმომგვრელი. ჩვენ ვინმეს საბავშვო ბაღში არ მივსულვართ რომ გაგვრიცხონ. ჩვენ ვართ ხალხის და ჩვენი მხარდამჭერების წინაშე ანგარიშვალდებული და მხოლოდ მათზე დამოკიდებული სად ვიქნებით ჩვენ პოლიტიკურ სივრცეში.

ასევე მინდა ოფიციალურად, პარტიის სახელით მივმართო “ქართულ ოცნებას” – ჩვენ: მე და ლევან იოსელიანი მზად ვართ საჯაროდ შეგხვდეთ და დავილაპარაკოთ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პერსპექტივაზე. ჩვენ გვაინტერესებს ხართ თუ არა მზად შეასრულოთ შუამავალი ელჩების თანდასწრებით მოლაპარაკების რაუნდებისას შეთანხმებული პუნქტები? თქვენგან ველით პასუხს ასევე საჯაროდ და ოფიციალურად. – წერს ალეკო ელისაშვილი

სიახლეები

ჩვენი ტერიტორიებიდან ვერ გამოვალთ-ზელენსკი

აშშ-ს პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში თქვა,...

ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსრებლად შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა...

სტრასბურგის სასამართლომ ლექსო რაფავას საქმის განხილვა დაიწყო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (სტრასბურგის სასამართლო) ლექსო რაფავას საქმის განხილვა დაიწყო. სტრასბურგში გაგზავნილი იყო...

3 იანვრამდე ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 3 იანვრამდე შენარჩუნდება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. "ქ. თბილისში 31...