მთავარისიახლეებისამართალიმიხეილ სააკაშვილი: დავა 2008 წლის ომზე საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. ეს არის დასტური...

მიხეილ სააკაშვილი: დავა 2008 წლის ომზე საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. ეს არის დასტური იმისა, რომ საქართველო იყო და არის ცამდე მართალი და არის აგრესიის მსხვერპლი

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში რუსეთ-საქართველოს დავა, 2008 წლის ომზე, რომელიც საქართველოს გამარჯვებით დასრულდა მისი მთავრობის მეორე გამარჯვებაა. ამ თემაზე მან გადაცემა “დღის სტუმარში” ისაუბრა.

“ეს არის გამარჯვება საქართველოსთვის, ისტორიული სიმართლის დადგენისთვის, რომ საქართველო იყო მართალი და არის ცამდე მართალი და არის აგრესიის მსხვერპლი. მიუხედავად ივანიშვილის მთელი მცდელობებისა და მისი პატრონების მოსკოვიდან, რომ საქართველო გამოეყვანათ ომის დამწყებად, ოკუპანდატ, დამნაშავედ, ეს ჩაუფლავდათ. ეს არის პირველ რიგში დამსახურება თინა ბურჯალიანის, ნიკა გვარამიასი, რომელიც მაშინ იყო ამ პროცესების ინიციატორი, გია ქავთარაძის, ზურაბ ადეიშვილის და ეს არის მეორე გამარჯვება ჩემი მთავრობის, ჩემი მთავრობის წასვლის შემდეგ”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა. 

მისი თქმით, პირველი გამარჯვება მათ შუალედური ჰააგის სასამართლოში მოიპოვეს, რომელიც შემდეგ წულუკიანის მცდელობით მეორე ეტაპზე დაკარგეს.

ცოტა ხნის წინ ცნობილი, რომ სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შეტანილი სარჩელის განხილვისას, საქართველოს მოთხოვნა დააკმაყოფილა და სამართლებრივ დავაში გამარჯვებულად გამოაცხადა. 

სიახლეები

მოსამართლე ბუგიანიშვილმა ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს...

ზურაბიშვილი ოცნებას: “მეცოდებით!”

"საზოგადოებაში თქვენი ხელით დათესილმა შიშმა, დღეს თქვენს ბანაკში გადმოინაცვლა"- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი...

ირანის უზენაეს ლიდერად დაინიშნა მოკლული ალი ხამენეის ვაჟი მოჯტაბა ხამენეი

ირანის წამყვანმა რელიგიურმა მოღვაწეებმა ქვეყნის უზენაეს ლიდერად დანიშნეს დაღუპული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის...

სად რა ხდება ახლო აღმოსავლეთში: მდგომარეობა 9 მარტისთვის

- ჯიმი ლევი - წუხელ მთელი ღამე იბომბებოდა ისრაელი ირანიდან და ლიბანიდან. დაფიქსირდა კასეტურშიგთავსიანი რაკეტების...