მთავარისიახლეებისაზოგადოებამარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი საამქრო გამოავლინეს

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი საამქრო გამოავლინეს

Published on

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი საამქრო გამოავლინეს. მოქალაქეს სახერხი საამქრო კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ჰქონდა მოწყობილი. ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო 6 ერთეული წიფელის სახეობის უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი და 4 კუბური მეტრი პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხი დანადგარი და ხე-ტყე დალუქეს. ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

სიახლეები

საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტში დღეს დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება - წინასწარ ცნობილი დღის წესრიგის მიხედვით, ევროპარლამენტარები კენჭს...

მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებელი ოცნებაა – ISSA

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას არსებობას...

ძალიან მძიმე ტრავმები აქვს, შოკისმომგვრელი ამბავი იყო ყველასთვის – სარჯველაძე რიჟვაძეზე

პირველ საუნივერსიტეტო კლინიაკში, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეა გადაყავანილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრი,...

„ლელოს” ეს გადაწყვეტილება არის იმ ბრძოლის ღალატი, რა ბრძოლაშიც საქართველოს მოქალაქეები არიან რეჟიმის წინააღმდეგ-წითლიძე

„ლელოს“ ეს გადაწყვეტილება არის ღალატი პოლიტიკური პატიმრების, საქართველოს თითოეული მოქალაქის და ღალატი ყველა იმ...