ახალი შეტევა ,,მთავარ არხზე” – მარეგულირებელი კომისია ცენზურის გამტარებელ ორგანოდ იქცა

0
315

მარეგულირებელი კომისია “მთავარის” წინააღმდეგ მოკვლევას ამჯერად “შაბათის მთავარში” გასული სიუჟეტის გამო იწყებს. საუბარია ჟურნალისტ ბექა ყორშიას რეპორტაჟზე, რომელშიც ბექაურის კომისიამ უხამსობა აღმოაჩინა.

“მთავარი არის” იურისტი თამთა მურადაშვილი ამბობს, როომ მარეგულირებელი კომისია ჟურნალისტის სიუჟეტის შინაარსში კანონის დარღვევით ერევა, რაც უკვე მისივე თქმით, არის ცენზურა. 

თამთა მურადაშვილი ამბობს იმასაც, რომ კომისია წიგნიდან მოყვანილ ციტირებაზე დაობს. “საუბარია ბექა ყორშიას სიუჟეტზე, რომელიც იყო სარკაზმით გამოხატული პოლიტიკური შინაარსის ანალიტიკური შინაარსის ანალიტიკური სიუჟეტი, მარეგულირებელ კომისიას არ მოეწონა მისი შინაარსი და კონკრეტულ ეპიზოდებზე გვედავება, მათ შორის წიგნიდან მოტანილ ციტირებაზე, თითქოს ეს არის უხამსობა, რაც გაუგებარია და რა თქმა უნდა ეს ცენზურა არის.

ოფიციალურად უკვე მესამე ვადით დაიწყო მთავრობამ მოქმედება და უკვე ახალ სიმაღლეებს იპყრობენ და მარეგულირებელი კომისია წარმოდგა უკვე, როგორც ცენზურის გამტარებელი ორგანო და სამწუხაროდ ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ კანონით აკრძალული აქვთ, რომ შევიდნენ გადაცემის შინაარსში და შინაარსის მიხედვით განიხილონ სიუჟეტები და დაადგინონ არის თუ არა დარღვევა, მიუხედავად ამისა მაინც კანონის გვერდის უვლიან და აპირებენ, რომ ეს ბერკეტები საკუთარ ხელში აიღიონ.

ეს იქნება პირველი პრეცედენტი და ჩვენ საქმეზე ხდება, ბექა ყორშიას სიუჟეტზე, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან შემაშფოთებელია, ვფიქრობ, რომ სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკოსები, ყველანი ძალიან ფრთხილად უნდა იყონ იმიტომ, რომ ცენზურა ოფიციალურად გდება”, – ამბობს თამთა მურადაშვილი

კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას უკვე მიმართეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, “მედია ადვოკატირებისათვის” წარმომადგენლებმა, ისინი ამბობენ, რომ კომუნიკაციების კომისიას არ აქვს უფლება, რომ ასეთი საკითხები არეგულიროს, ერთადერთი ვისაც შეუძლია მსგავსი საკითხები დაარეგულიროს ეს არის სასამართლო. მათივე თქმით, ძალიან ხშირად მარეგულირებელი კომისია ბოლო პერიოდში აქტიურად არის გამოყენებული იმისათვის, რომ მათი მხრიდან ქვეყანაში ცენზურა იყოს დაკანონებული.

წინა სტატიააქტივისტებმა გუბერნიასთან გადმოინაცვლეს და აქციას მართავენ
შემდეგი სტატიარატომ გამოაქვეყნა პროკურატურამ რამდენიმესაათიანი საუბრიდან მხოლოდ მისთვის სასარგებლო ნაწილი?
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური