მთავარიUncategorizedვინ და რატომ ითხოვს მეუფე გერასიმეს დასჯას?

ვინ და რატომ ითხოვს მეუფე გერასიმეს დასჯას?

Published on

რუსული პროპაგანდისტული არხების ვებვერდებზე, ცხინვალში, რუსულად წირვის ჩატარების შემდეგ, რუსეთის პატრიარქოში გაგზავნილი საპროტესტო წერილის გამო, მეუფე გერასიმეს დასჯას ითხოვენ.

შობას, 7 იანვარს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში, ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში, წირვა რუსულ ენაზე ჩატარდა. რუსულ ენაზე წირვის ჩატარებით, დაირღვა საეკლესიო სჯულის კანონი, რადგან ტაძარი საქართველოს  მართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკური იურისდიქციის ქვეშაა.

 მეუფე გერასიმესმ ამ ფაქტთან დაკავშირებით წერილით მიმართა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარეს, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონს და ვლადაკავკაზისა და ალანიის მთავარეპისკოპოსს ლეონიდეს

როგორც მეუფე გერასიმე აღნიშნავს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მიუღებელია შეუთანხმებლად ჩატარდეს ნებისმიერი რელიგიური მსახურება საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის ფარგლებში, ამ შემთხვევაში, ცხინვალში. მიტროპოლიტი წერს, რომ მსგავსი ფაქტები ეკლესიებს შორის ურთიერთობებს აზიანებს და იმედოვნებს, რომ არაკანონიკური ქმედების ჩამდენთა მიმართ მკაცრი ზომები გატარდება.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, ქ. ცხინვალი არის საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის კანონიკური ტერიტორია, რომლის მოქმედი მღვდელმთავარი ბრძანდება მიტროპილიტი ისაია (ჭანტურია). – წერს მეუფე გერასიმე – რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, ისევე როგორც სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიები, ყოველთვის აღიარებდა და აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში.

საეკლესიო კანონიკიდან გამომდინარე, მიუღებელია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ნებართვის გარეშე და ჩვენთან შეუთანხმებლად სხვა მართლმადებელი ეკლესიის სასულიერო პირთა მიერ ჩატარდეს ნებისმიერი რელიგიური მსახურება და მსგავსი გადაცდომები აზიანებს ურთიერთობას ჩვენს ეკლესიებს შორის.

ვიმედოვნებთ, გამოიკვლევთ ზემოთ აღნიშნულ საკითხს, მიიღებთ მკაცრ ზომებს იმ სასულიერო პირთა მიმართ, რომელთაც ეს არაკანონიკური ქმედება ჩაიდინეს და მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება“, – აღნიშნავს მეუფე გერასიმე.

მეუფე გერასიმის წერილს, ჯერჯერობით, ოფიციალური რეაგირება არ მოჰყოლია.

სიახლეები

დრონები ოკუპირებული აფხაზეთის თავზე – აფეთქებები და მასშტაბები: რა ხდება?

უპილოტო საფრენი აპარატები ოჩაჩირის, სოხუმისა და გულრიფშის თავზე - ვიდეოებს აფხაზეთის მარიონეტული საგანგებო სიტუაციების...

სურსათი თებერვალში წლიურად 9.5 %-ით გაძვირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში წლიური ინფლაცია 4.6%-ს შეადგენს. საქსტატის ინფორმაციით,...

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთისკენ გაშვებული ირანის ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთისკენ გაშვებული ირანის ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს. თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ინფორმაციას...

გრანტების მიღებასა და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული წესები პარლამენტმა დაამტკიცა

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის გათვალისწინებით, გრანტების მიღებასთან, ასევე პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული...