მთავარისიახლეებიპოლიტიკათაკო ჩარკვიანი გირჩის განაყოფს კობახიძესთან და სუს-თან თანამშრომლობაში ამხელს

თაკო ჩარკვიანი გირჩის განაყოფს კობახიძესთან და სუს-თან თანამშრომლობაში ამხელს

Published on

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი, თაკო ჩარკვიანი “გირჩის განაყოფში” დარჩენილ იაგო ხვიჩიაზე ამბობს, რომ ის პარტიის ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინაარმდეგ სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის დავალებით მოქმედებდა. ამ თემაზე მან მთავარი არხისგადაცემაში “დღის სტუმარი” ისაუბრა.

“ეს ინფორმაცია მე მქონდა, რომ კობახიძის დავალება იყო, მაგრამ არ ვიცოდით, რომ ამას გირჩი შეასრულებდა, მაგრამ, რომ დავალება ჰქონდა კობახიძისგან ოპოზიციაში არევისა, ეს იყო ელისაშვილი, მაგრამ ელისაშვილმა უნებლიედ, სიმპატიურად მიიხმარა ამაში გირჩი, ეს არის კობახიძის გზა, რომ ვაშაძე დაეშანტაჟებინათ”, – თქვა თაკო ჩარკვიანმა. 

მისი თქმით, საბუთი, რომელსაც “გირჩი” მოქალაქეების სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გასათავისუფლებლად გასცემდა შეუძლებელია სუს-ის მონაწილეობის გარეშე გაიცეს.

“ამიტომ თქვენი ვალდებულებაა დღეს, რომ ოპოზიციაში კობახიძის დავალებით პირველი ვინც უნდა დაგეშანტაჟებინათ, ეს გახლდათ გიორგი ვაშაძე, იმიტომ, რომ სტრატეგია აღმაშენებლის შესვლა საკანონმდებლო ორგანოში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თქვენ შესვლას და გამოსვლას ვერავინ ვერ გაიგებდა”, – თქვა თაკო ჩარკვიანმა.

ჩარკვიანმა განაცხადა, რომ ამ საქმეს ბოლომდე მიჰყვება.

სიახლეები

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია. თბილისში მიმდინარე ტურნირის ფინალში ლიპარტელიანმა ისრაელის წარმომადგენელი დაამარცხა და ოქროს...

ოპოზიციის ალიანსი ფასების შემცირებასთან დაკავშირებით გეგმას აქვეყნებს

დღეს საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ შეეხო გაზრდილი ფასების პრობლემა. ეს ხდება იმიტომ,...

სააპელაციომ 11 დემონსტრანტის საქმეზე საქალაქოს გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლოში ჯგუფური ქმედების საბაბით დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი,...

რუსეთი საქართველოს გაზის და ნავთობპროდუქტების მიწოდების შეწყვეტით ემუქრება, თუ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდება

რუსეთიდან გაჟღერებულ მუქარაზე ივანიშვილის გუნდში პირველი კომენტარი კეთდება - ალუდა ღუდუშაური ირწმუნება, რომ ვერანაირი...