მთავარისიახლეებისაზოგადოებამკვლელობა ზუგდიდში - 22 წლის ბიჭს აღკვეთის სახით ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

მკვლელობა ზუგდიდში – 22 წლის ბიჭს აღკვეთის სახით ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა [Video]

Published on

ზუგდიდში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ 22 წლის რუსტამ ფილიას აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებული 2 დღის წინ დევნითლა დასახლებაში მომხდარი მკვლელობის გამო იმ დროს დააკავეს, როცა ის ოკუპირებულ აფხაზეთში მიმავლას ცდილობდა.

“მას წაუყენეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით, საქმის მასალებიც გადმომეცა და ახლა ვეცნობი. ის თავს დამნაშავედ ცნობს და როგორც განმარტავს, ძალიან ნანობს მის ქმედებას”, ამბობს გვანცა შელია, დაკავებულის ადვოკატი.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, 37 წლის ვალერი ბარდაია პირადი კონფლიქტისა და SMS-გზავნილების გამო ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით საცხოვრებელი სახლი გადაწვა.

სასტიკი მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ბრალდებულის მეგობარი ქალიც.

შეგახსენებთ, მკვლელობა ზუგდიდში 16 იანვას მოხდა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...