მთავარისიახლეებიპოლიტიკარა სურს ბოლოსდაბოლოს გიორგი ვაშაძეს?

რა სურს ბოლოსდაბოლოს გიორგი ვაშაძეს?

Published on

ჩვენ მძლავრ მესამე ცენტრს აუცილებლად შევქმნით სხვა პოლიტიკურ პარტიებთან და საზოგადოებისთვის საინტერესო ადამიანებთან ერთად”. – ამბობს სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერი გიორგი ვაშაძე რუსთავი 2-ის ეთერში, თუმცა ვინ იქნებიან ახალ გაერთიანებაში ჯერჯერობით არ აკონკრეტებს. 

“ჯერ ნამდვილად ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს არ იქნებიან მხოლოდ პოლიტიკოსები და სხვებთანაც ვსაუბრობთ. ესენია ექსპერტები და საზოგადოებრივად აქტიური პირები”. –ამბობს ვაშაძე და კითხვაზე გამორიცხავს თუ არა ის მოქალაქეებთან გაერთიანებას, ვაშაძე პასუხობს, რომ ის არაფერს გამორიცხავს, თუმცა ამაზე საუბარი არ ყოფილა და ჯერჯერობით ნაადრევია. 

“დღეს ოპოზიციის მთავარი საუბრის კონტექსტი ის კი არ უნდა იყოს, ოპოზიცია შევა თუ არა პარლამენტში, არამედ რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ მეტი კონსოლიდაციისკენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში დიდ გამარჯვებას მივაღწიოთ, თუ მანამდე უკან არ დაიხევს ქართული ოცნება”. – აცხადებს ვაშაძე.

ვრცელდება ინფორმაციია, რომ კონსულტაციები მიმდინარეობს ევროპულ საქართველოსა და ლელოსთან. გაერთიანებაში ნაციონალური მოძრაობა არ მოიაზრება.  

ევროპული საქართველოს წევრი, ლაშა დამენია აცხადებს, რომ ორპოლუსიანობა აუცილებლად უნდა შეიცვალოს და ეს არამხოლოდ მისი პარტიის, არამედ საზოგადოების სურვილიცაა. 

“უბრალოდ “მესამე ძალა” არა – ეს უნდა იყოს ალტერნატივა ორპოლუსიანობის წინააღმდეგ და ამ მსხვილ გაერთიანებას ალტერნატივა არ გააჩნია, უბრალოდ ჯერ კონტურები ჩანს, მაგრამ თამამად ამაზე საუბარი ნაადრევია”. – ამბობს დამენია ფორმულასთან საუბარში. 

ლელოს წევრი საბა ბუაძე კი აღნიშნავს, რომ ახლა ოპოზიციის ერთობაა მნიშვნელოვანი. 

“ჩვენი ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ხელახალ არჩევნებზე. ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენ გვექნება საშუალება, სამომავლო სტრატეგიაზე საზოგადოებას გავაცნოთ ჩვენი პოზიცია”. – ამბობს ბუაძე. 

სიახლეები

სტუდენტები ეთნიკური უმცირესობის სტუდენტების განათლების უფლების უზრუნველყოფას და ილიაუნის ავტონომიურობას ითხოვენ

სოლიდრობა ილიას უნივერსიტეტს - სასწავლო დაწესებულებასთან ცოტა ხნის წინ, საგანგებო განცხადება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა...

ამოღებულია უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 51 პირი-შსს

სპეოცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ 51 პირი დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ვიზიტს აჯამებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი განცხადება გაავრცელა. მათი თქმით,...

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, "მთავარი ამბები კახეთიდან" ავცელებს....