მთავარისიახლეებისაზოგადოებაგიორგი გახარია: ვაქცინაციის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია

გიორგი გახარია: ვაქცინაციის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია

Published on

ვაქცინაციის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია, – გეგმის საბოლოო დეტალებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ვაქცინით მოსახლეობის მოცვის გეგმა და ინფორმაცია იმ სამიზნე ჯგუფების შესახებ, რომელთა ვაქცინაცია პირველ რიგში განხორციელდება.

გეგმა ასევე მოიცავს ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ლოგისტიკურ თუ საოპერაციო საკითხებს.

დოკუმენტი მომდევნო კვირას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში განიხილება.

ამასთან, ისაუბრეს იმ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველოში ვაქცინის შემოსვლის მიმართულებით იდგმება. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ გრძელდება ინტენსიური მუშაობა, რათა ქვეყანაში ვაქცინა რაც შეიძლება მალე შემოვიდეს, ამის უმთავრესი წინაპირობა კი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიკაცია და ვაქცინის საერთაშორისო აღიარებაა.

სიახლეები

რუსეთი საქართველოს გაზის და ნავთობპროდუქტების მიწოდების შეწყვეტით ემუქრება, თუ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდება

რუსეთიდან გაჟღერებულ მუქარაზე ივანიშვილის გუნდში პირველი კომენტარი კეთდება - ალუდა ღუდუშაური ირწმუნება, რომ ვერანაირი...

ხმაური და დაპირისპირება ლევან ხაბეიშვილის სასამართლო პროცესზე

ხმაური და დაპირისპირება ლევან ხაბეიშვილის სასამართლო პროცესზე. ხმაურის ფონზე მიმდინარეობს ამ წუთებში თბილისის საქალაქო...

ტრამპი- რუსეთსა და უკრაინას შეთანხმების მიღწევა შეუძლიათ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების მიღწევა კვლავ შესაძლებელია...

თუ საქართველო EU-ში გაწევრიანდება, არამეგობრული ქვეყნების სიაში შეყვანა მოგვიწევს – ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, რუსეთი "იძულებული იქნება" საქართველო არამეგობრული ქვეყნების...