მთავარისიახლეებისაზოგადოება,,ის, რაც ბუკნარში ხდება, ხელისუფლების სახიფათო გზავნილების პირდაპირი ასახვაა'' - ბექა მინდიაშვილი

,,ის, რაც ბუკნარში ხდება, ხელისუფლების სახიფათო გზავნილების პირდაპირი ასახვაა” – ბექა მინდიაშვილი

Published on

ის, რაც პოლიტიკურ სივრცეში ხდება, უმძიმესად აისახება უშუალოდ რელიგიურ უმცირესობებზე, რელიგიის თავისუფლების მდგომარეობაზე. – ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი ჩოხატაურში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება. 

ეს არის შედეგი იმ მიზანმიმართული და გააზრებულად დისკრიმინაციული დამოკიდებულებისა, რაც მთელი გასული წლის განმავლობაში არაერთხელ გამოავლინა ხელისუფლებამ – დაწყებული პრემიერის ანტიკონსტიტუციური განცხადებით, რომ საქართველო “მართლმადიდებლური სახელმწიფოა”, დამთავრებული ვიცეპრემიერის პოზიციით, რომ მხოლოდ მართლმადიდებლებს ეკუთვნით ხელისუფლების საგანგებო ყურადღება და პირობები.

ამ სახიფათო გზავნილების პირდაპირი ასახვა იყო მთელი წყება დისკრიმინაციული აქტებისა და მოვლენებისა და ის, რაც ახლა  ბუკნარში ხდება. ეს დროზე უნდა შეჩერდეს.

ამისთვის აუცილებელია, რომ თავად რელიგიურმა გაერთიანებებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ და საერთაშორისო აქტორებმა დროულად გამოხატონ თავიანთი მკაფიო პოზიცია. თუ ხელისუფლებისგან ვერ მივაღწევთ პრობლემის თანასწორუფლებიანობაზე დაფუძნებულ გადაწყვეტას, დისკრიმინაცია და რელიგიის თავისუფლების შელახვის ფაქტები ისევე გადამდები აღმოჩნდება, როგორც ეს 2012 წელს, ნიგვზიანში მუსლიმ თემზე თავდასხმის შემდეგ მოხდა…აცხადებს ბექა მინდიაშვილი

სიახლეები

მოსამართლე ბუგიანიშვილმა ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს...

ზურაბიშვილი ოცნებას: “მეცოდებით!”

"საზოგადოებაში თქვენი ხელით დათესილმა შიშმა, დღეს თქვენს ბანაკში გადმოინაცვლა"- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი...

ირანის უზენაეს ლიდერად დაინიშნა მოკლული ალი ხამენეის ვაჟი მოჯტაბა ხამენეი

ირანის წამყვანმა რელიგიურმა მოღვაწეებმა ქვეყნის უზენაეს ლიდერად დანიშნეს დაღუპული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის...

სად რა ხდება ახლო აღმოსავლეთში: მდგომარეობა 9 მარტისთვის

- ჯიმი ლევი - წუხელ მთელი ღამე იბომბებოდა ისრაელი ირანიდან და ლიბანიდან. დაფიქსირდა კასეტურშიგთავსიანი რაკეტების...