მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოში კორონავირუსის 1 857 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 993 პირი

საქართველოში კორონავირუსის 1 857 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 993 პირი

Published on

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 857 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 857 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 754 შემთხვევა, აჭარა-97, იმერეთი-334, ქვემო ქართლი-143, შიდა ქართლი-113, გურია-30, სამეგრელო-ზემო სვანეთი-158, კახეთი-147, მცხეთა-მთიანეთი-41, სამცხე-ჯავახეთი-29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-11. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 583, საიდანაც: 3 879 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-1 811, აჭარაში-357, იმერეთში-760.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 817 პირი, მათ შორის, თბილისში-377, აჭარაში-69, იმერეთში-183. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 254 პირი, მათგან თბილისში-165, აჭარაში-11, იმერეთში-26. 569 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 208-თბილისში, 295-აჭარაში, 27-იმერეთში. 7 135 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 514 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-249, აჭარაში-57, ხოლო იმერეთში-7. სულ 6 ოქტომბრიდან – 11 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია- 21 599 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 823 ადამიანი, მათ შორის თბილისში-13 411 პირი, აჭარაში-2 059, იმერეთში-2 231“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

სიახლეები

მოსამართლე ბუგიანიშვილმა ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს...

ზურაბიშვილი ოცნებას: “მეცოდებით!”

"საზოგადოებაში თქვენი ხელით დათესილმა შიშმა, დღეს თქვენს ბანაკში გადმოინაცვლა"- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი...

ირანის უზენაეს ლიდერად დაინიშნა მოკლული ალი ხამენეის ვაჟი მოჯტაბა ხამენეი

ირანის წამყვანმა რელიგიურმა მოღვაწეებმა ქვეყნის უზენაეს ლიდერად დანიშნეს დაღუპული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის...

სად რა ხდება ახლო აღმოსავლეთში: მდგომარეობა 9 მარტისთვის

- ჯიმი ლევი - წუხელ მთელი ღამე იბომბებოდა ისრაელი ირანიდან და ლიბანიდან. დაფიქსირდა კასეტურშიგთავსიანი რაკეტების...