მთავარისიახლეებიმსოფლიოკაპიტოლიუმში შეჭრის დროს შენობის მიმდებარედ 3 ადამიანი დაიღუპა - ჯამში გარდაცვლილია 4...

კაპიტოლიუმში შეჭრის დროს შენობის მიმდებარედ 3 ადამიანი დაიღუპა – ჯამში გარდაცვლილია 4 პირი

Published on

ადგილობრივი პოლიციის უფროსისი, რობერტ კომიტის განცხადებით, კაპიტოლიუმში აჯანყებისა და არეულობის დროს გადაუდებელი სამედიცინო საჭიროების შედეგად 3 ადამიანი გარდაცივალა. მას არ დაუკონკრეტებია იღებდა თუ არა ეს 3 ადამიანს მონაწილეობას კაპიტოლიუმის შენობის აღებაში.

“როგორც ჩანს, ერთი ზრდასრულ ქალს და ორი ზრდასრულ კაცს ჰქონდათ ცალკეულ სამედიცინო გადაუდებელ შემთხვევები, რამაც გამოიწვია მათი სიკვდილი. უბანში ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლის დაკარგვა ტრაგიკულია და ჩვენ ვიზიარებთ მათსას ვისზეც ეს დანაკარგი აისახება”, – თქვა მან.

სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურებმა ხალხი გადაიყვანეს საავადმყოფოებში ტრავმებით, დაწყებული გულის გაჩერებით დამთავრებული მრავალი მოტეხილობით კაპიტოლიუმის შენობის დასავლეთ ფრონტზე ხარაჩოებიდან ჩამოვარდნის შემდეგ.

ამასთან, ქალაქის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა არ თქვეს, არის თუ არა ამ ადამიანთაგან რომელიმე ახლა გარდაცვლილი.

დაშავდა მეტროპოლიტენის პოლიციის დეპარტამენტის მინიმუმ 14 წევრი. ორი საავადმყოფოში მოათავსეს, ერთმა სერიოზული დაზიანებები მიიღო ხალხის ბრბოში მოხვედრის შემდეგ, მეორეს კი სახეზე ჭურვი მოხვდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ კონგრესში განახლდა ერთობლივი სხდომა, სადაც ამომრჩეველთა კოლეგიის ხმები უნდა დაითვალონ, რათა გაფორმდეს ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტება.

შეგახსენებთ, სენტმა მხოლოდ 12 ხმის დათვლა მოასწრო სხდომის ჩაშლამდე. სხდომა კი, დღეს, დღისით მას შემდეგ შეწყდა, რაც პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერები შენობაში შეჭრნენ, იყო სროლა, არიან დაკავებულებიც. დაჭრილი ადამიანი გარდაიცვალა.

ამერიკის დედაქალაქი კვლავაც კომენდანტის საათი მოქმედებს.

სიახლეები

შსს-ს და თავდაცვის თანამშრომლებს უვარგის კონსერვებს აწვდიდა – საგამოძიებომ 1 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე შპს ბატონო-ს ხელმძღვანელი...

ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა - ინფორმაცია ტაბულას წერეთლის ადვოკატმა, ავთანდილ...

WSJ-ტრამპი ირანზე ჯერ შეზღუდულ იერიშებს განიხილავს, რათა რეჟიმი პირობებზე დაითანხმოს

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საწყის ეტაპზე ირანის წინააღმდეგ შეზღუდული ხასიათის...

ბაჩო ბულისკირიას ცხედარს უკრაინიდან სამშობლოში გააცილებენ

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ბაჩო ბულისკირიას ცხედარს დღეს კიევიდან სამშობლოში გააცილებენ.  ბაჩო ბულისკირია რამდენიმე დღის...