მთავარიUncategorizedდღეს, 21:00 საათიდან კომენდანტის საათი ერთი ღამით მოიხსნება

დღეს, 21:00 საათიდან კომენდანტის საათი ერთი ღამით მოიხსნება

Published on

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს შობას აღნიშნავს, რის გამოც, ახალი წლის მსგავსად, ერთი ღამით მოიხსნება ე.წ. კომენდანტის საათი.

6 იანვრის 21 საათიდან 7 იანვრის 21 საათამდე მოქალაქეებს ღამით გადაადგილების საშუალება ექნებათ, ხოლო 7 იანვრის 21 საათიდან, შეზღუდვა ისევ ამოქმედდება.

ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება შობის დღესასწაულის გამო მიიღო, თავად შობა კი წელს განსხვავებული ფორმატით ჩაივლის.

დაწესებული რეგულაციებიდან გამომდინარე არ მოეწყობა ტრადიციული ალილო, სამაგიეროდ სასულიერო პირები დედაქალაქის ქუჩებში ჩამოივლიან და აკურთხებენ, საშობაო მსახურება კი სამებაში 23 საათიდან დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს, რომლებიც მხოლოდ 1 კვირით (24 დეკემბერი – 2 იანვარი) მცირედით შემსუბუქდა და სავაჭრო ცენტრები გაიხსნა. 2 იანვრიდან კი ისევ დაკეტა.

ქვეყანაში არ მოძრაობს არც საქალაქთაშორისო და არც საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

გეგმის მიხედვით, ქვეყანაში შეზღუდვები 16 იანვრიდან მნიშვნელოვნად უნდა შემსუბუქდეს. უფრო კონკრეტულად კი აღდგეს მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა და შაბათ-კვირის გარდა, აღდგეს სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობაც.

თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება და არ არის გამორიცხული რომ შეზღუდვები ისევ გაგრძელდეს. მათი თქმით ყველაფერი ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

სიახლეები

დრონები ოკუპირებული აფხაზეთის თავზე – აფეთქებები და მასშტაბები: რა ხდება?

უპილოტო საფრენი აპარატები ოჩაჩირის, სოხუმისა და გულრიფშის თავზე - ვიდეოებს აფხაზეთის მარიონეტული საგანგებო სიტუაციების...

სურსათი თებერვალში წლიურად 9.5 %-ით გაძვირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში წლიური ინფლაცია 4.6%-ს შეადგენს. საქსტატის ინფორმაციით,...

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთისკენ გაშვებული ირანის ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთისკენ გაშვებული ირანის ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს. თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ინფორმაციას...

გრანტების მიღებასა და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული წესები პარლამენტმა დაამტკიცა

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის გათვალისწინებით, გრანტების მიღებასთან, ასევე პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული...