მთავარისიახლეებისაზოგადოება,,თუ იმუშავა შეზღუდვებმა, რატომ ვართ ახლა ამ დღეში, თუ არა, ხელახლა რატომ...

,,თუ იმუშავა შეზღუდვებმა, რატომ ვართ ახლა ამ დღეში, თუ არა, ხელახლა რატომ ვაგრძელებთ ამ საგიჟეთს” – ზურაბ ჯაფარიძე

Published on

გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, გაუგებარია, რატომ აწესებენ შეზღუდვებს, თუ ეს არ მუშაობს და თუ მუშაობს, რატომ გვაქვს კორონავირუსით ინფიცირებულთა მაღალი რიცხვი ისევ.

“თუ სწორად მართეს ყველაფერი გაზაფხულზე, როცა იძახდნენ, გმირები ვართო და ყველაზე მაგრები ვართო, მაშინ რატომ გვაქვს ის რიცხვები, რა რიცხვებიც ახლა გვაქვს. და თუ მაშინ იმან არ იმუშავა, ამ შეზღუდვებს ახლა რა შინაარსი აქვს, ხო გაუგებარია. თუ იმუშავა შეზღუდვებმა, რატომ ვართ ახლა ამ დღეში, თუ არ იმუშავა, ხელახლა რატომ ვაგრძელებთ ამ საგიჟეთს, რაც მოწყობილი გვაქვს ქვეყანაში. სინამდვილეში ადამიანები განწირული გვაყვს შიმშილით სიკვდილისთვის”, — განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

5 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 316 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 382, ხოლო გარდაიცვალა 18 ადამიანი.

სიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საოკუპაციო რეჟიმმა ტყვარჩელის რაიონის, სოფელ ოქუმში საქართველოს მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის...

კალაძე მოსკოვის მექანიზმზე-ეს არის სრული ბოდვა

ეს არის სრული ბოდვა. მე მგონი, ყველა კარგად ვხვდებით თუ რატომ დაიწყო ეს ყველაფერი,...

შესაძლოა დამოუკიდებელი სამაუწყებლო არხების დახურვა გამოიწვიოს – TI კომკომის განცხადებაზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შეფასებით, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია კრიტიკულ ტელევიზიებს ემუქრება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ...

ეს არის მოსკოვის მექანიზმის მანდატიდან გასვლა – მახაშვილი ეუთო/ოდირის ანგარიშზე

ივანიშვილის დეპუტატი, ლევან მახაშვილი ეუთო/ოდირის ანგარიშს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ესაა "აუხდენელი ოცნებების და...