მთავარისიახლეებიპოლიტიკასანქციები: პუტინის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი — გააძლიეროს კონტროლი ევროკავშირის ბუნებრივი გაზით მომარაგებაზე...

სანქციები: პუტინის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი — გააძლიეროს კონტროლი ევროკავშირის ბუნებრივი გაზით მომარაგებაზე განწირულია

Published on

შშ-ის სენატმა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი მიიღო, რომელიც კრემლისთვის მნიშვნელოვანი მილსადენის პროექტის წინააღმდეგ სანქციებს მოიცავს და ფაქტობრივად ანადგურებს ამ გეგმას. – ინფორმაციას ამის შესახებ Atlantic Council ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ კანონმდებლობას გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ამით, ფაქტობრივად, განწირულია პუტინის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი — გააძლიეროს კონტროლი ევროკავშირის ბუნებრივი გაზით მომარაგებაზე.

Atlantic Council-ის ინფორმაციით, აშშ-ს ახალი კანონმდებლობა აწესებს სანქციებს, რომლის თანახმადაც, სამუდამოდ უნდა დასრულდეს რუსეთსა და გერმანიას შორის ბუნებრივი გაზის მილსადენის მშენებლობა. მილსადენი, რომელიც ბალტიის ზღვის ქვეშ გადის, მიზნად ისახავს ევროპის უფრო მეტ დამოკიდებულებას რუსულ გაზზე.

ახალი სანქციების შემოღება პუტინისთვის სტრატეგიული უკუსვლაა. ამ ეტაპზე, არდასრულებული მილსადენები შეფასებულია 11,6 მილიარდ დოლარად. კრიტიკოსები ამ მილსადენის ეკონომიკურ დაუსაბუთებლობაზე მიუთითებენ და მას გეოპოლიტიკურ იარაღად მიიჩნევენ, ხოლო აშშ-ს სანქციებს კრემლის განიარაღების მცდელობად განიხილავენ.

დეკემბრის შუა რიცხვებში პალატამაც და სენატმაც სანქციებს თანხმობა მისცეს, მაგრამ პრეზიდენტმა ტრამპმა ვეტო დაადო. ვეტოს უგულებელყოფას კი პალატისა და სენატის ორი მესამედის მხარდაჭერა სჭირდებოდა, რაც საბოლოოდ 2021 წლის 1 იანვარს მიიღეს.

სიახლეები

მოსამართლე ბუგიანიშვილმა ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს...

ზურაბიშვილი ოცნებას: “მეცოდებით!”

"საზოგადოებაში თქვენი ხელით დათესილმა შიშმა, დღეს თქვენს ბანაკში გადმოინაცვლა"- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი...

ირანის უზენაეს ლიდერად დაინიშნა მოკლული ალი ხამენეის ვაჟი მოჯტაბა ხამენეი

ირანის წამყვანმა რელიგიურმა მოღვაწეებმა ქვეყნის უზენაეს ლიდერად დანიშნეს დაღუპული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის...

სად რა ხდება ახლო აღმოსავლეთში: მდგომარეობა 9 მარტისთვის

- ჯიმი ლევი - წუხელ მთელი ღამე იბომბებოდა ისრაელი ირანიდან და ლიბანიდან. დაფიქსირდა კასეტურშიგთავსიანი რაკეტების...