პარლამენტმა პატრიოტთა ალიანსის სამი წევრის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო

0
353

პარლამენტმა პატრიოტთა ალიანსის სამი წევრის – ფრიდონ ინჯიას, დავით ზილფიმიანისა და გელა მიქაძის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო. ამ საკითხს კენჭი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე უყარეს და მხარიც ერთხმად დაუჭირეს.

,,ოპოზიცია უკვე წარმოდგენილია სხდომათა დარბაზში და ისინი მონაწილეობას მიიღებენ ამ მომენტიდან საპარლამენტო სხდომებსა და საპარლამენტო საქმიანობაში – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, მას შემდეგ, რაც ერთპარტიულმა პარლამენტმა ერთხმად ცნო პატრიოტთა ალიანსის სამი წევრის – ფრიდონ ინჯიას, დავით ზილფიმიანისა და გელა მიქაძის სადეპუტატო უფლებამოსილება.

ქვეყანა ახლა ქვეყანა ურთულესი გამოწვევბის წინაშე დგას და პრობლემების დასაძლევად პოლიტიკურ სტაბილურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. 

იჯიას აზრით, მმართველი პარტია “თითქოს ხელს უწყობს” იმას, რომ ოპოზიციური პარიტები პარლამენტში არ შევიდნენ და ოპოზიციის ქუჩაში ყოფნა “ქართულ ოცნებას” და “ნაციონალურ მოძრაობას” აძლევს ხელს.

“პარლამენტში შესვლასთან ერთად, მე ვტოვებ “პატრიოტთა ალიანსს, ეს მტკივნეული გადაწყვეტილებაა, რადგან წლების მანძილზე ბევრი რამ მაქვს გაკეთებული ამ პარტიის წინსვლისთვის, თუმცა როდესაც არსებობს, პრინციპული აზრთა სხვადასხვაობა, საჭიროა ნაბიჯის გადადგმა, ჩვენ ეს ნაბიჯი დღეს გადავდგით, დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ჩვენს გადაწყვეტილებას დადებითად შეაფსებს” – თქვა ფრიდონ ინჯიამ

ქვეყანა ახლა ქვეყანა ურთულესი გამოწვევბის წინაშე დგას და პრობლემების დასაძლევად პოლიტიკურ სტაბილურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. 

ინჯიას აზრით, მმართველი პარტია “თითქოს ხელს უწყობს” იმას, რომ ოპოზიციური პარიტები პარლამენტში არ შევიდნენ და ოპოზიციის ქუჩაში ყოფნა “ქართულ ოცნებას” და “ნაციონალურ მოძრაობას” აძლევს ხელს.

ასევე, ფრიდონ ინჯიას ცნობით, ის ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას “ევროპელ სოციალისტებს” წარადგენს.

,,დღეს ჩვენ, როგორც პოლიტიკური გაერთიანება ევროპელი სოციალისტების წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტში ვერთვებით საპარლამენტო მუშაობაში და მიგვაჩნია საზოგადოებას განვუმარტოთ ჩვენი გადაწყვეტილების მიზეზები და მიზნები.

ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ყველა ოპოზიციური პოლიტიკოსის ადგილი ქუჩაში არ არის, ის, ვისაც ამის მანდატი აქვს, ის უნდა იყოს პარლამენტში. ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს ამომრჩევლებს, მათ გადაწყვეტილებას, რაც არ უნდა მცირე იყოს ის, შევდივართ პარლამენტში იმისათვის, რომ ოპონირება გავუწიოთ მმართველ პარტიას”. – თქვა ფრიდონ ინჯიამ, რომელიც ავთანდილ ენუქიძესთან, დავით ზილფიმიანთნ და ზაზა მიქანაძესთან რთად პარლამენტში შევიდა

წინა სტატიასანქციები: პუტინის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი — გააძლიეროს კონტროლი ევროკავშირის ბუნებრივი გაზით მომარაგებაზე განწირულია
შემდეგი სტატიახანძარი გალის სოფლებში, ცეცხლი დასახლებულ ადგილებზე გადავიდა [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური