მთავარისიახლეებისაზოგადოებახანძარი გალის სოფლებში, ცეცხლი დასახლებულ ადგილებზე გადავიდა

ხანძარი გალის სოფლებში, ცეცხლი დასახლებულ ადგილებზე გადავიდა [Video]

Published on

მეორე დღეა გალის რამდენიმე სოფელი იწვის. ხანძარის კერებია: ზემო ბარღები, სიდა, ხუმუშკური, საბერიო, დიხაზურგა, რეფი. – ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში ,,გალის ახალგაზრდული საზოგადოება” ავრცელებს.

განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ოთხ სოფელშიმ სადაც ხანძარს მასშტაბური სახე აქვს და ცეცხლის ჩაქრობა ვერ ხერხდება. დამწვარია თხილნარები, ტყე, საძოვრები, ეზოები, საქონლის სადგომები. საშიშროება საცხოვრებელ სახლებს ემუქრება-სამწუხაროდ, დამწვარია რამდენიმე სახლი სოფელ ზემი ბარღებში. ადგილობრივებმა პირადი ნივთების გამოტანაც ვერ მოასწრეს, რის გამოც ათამდე ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. ზოგიერთი სოფლიდან კი მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.

გავრცელებული ინფორმაციით, ტყის მასივის მიმდებარე დაახლოებით 600 ჰექტარი ფართობი დაიწვა. ძლიერ ხანძარს ძლიერი ქარიც უწყობს ხელს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, წუხელ, ხანძრის გაჩენის პირველივე საათებიდან მოსახლეობასთან ერთად აგუძერიდან გამოძახებული ბრიგადა ჩაერთო, მაგრამ მთელი ღამე მუშაობამ შედეგი ვერ გამოიღო

ოკუპირებულ გალში მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას საქართველოს ხელისუფლებას სთხოვს, რადგან, როგორც ისინი ამბობენ, ე.წ. ხელისუფლება არ ეხმარება. საქართველოს მთავრობას კი ოფიციალურად ჯერაც არ განუცხადებია, განიხილავს თუ არა სეპარატისტულ ხელისუფლებასთან თავის მხრივ რაიმე სახის დახმარების, მათ შორის სახანძრო ბრიგადებიდ გაგზავნის საკითხს

მათივე ინფორმაციით, ე.წ. ხელისუფლება ავრცელებს ცრუ ინფორმაციას თითქოს ხანძარი ლიკვიდირებულია, სინამდვილეში კი ცეცხლი უფრო ძლიერდება და სახიფათო მასშტაბებს იძენს. მოსახლეობას უკვე საკვებისა დ მედიკამენტების პრობლემა აქვს.

სიახლეები

ანაკლია უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა – რომან გოცირიძე

"ჩინელებმა გადაგვაგდეს. ანაკლია უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა. დღეს მთავრობამ განაცხადა, რომ პორტს სახელმწიფო ააშენებსო. აშენება...

უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები – ურსულა ფონ დერ ლაიენი

"წუხელ რუსეთის რეჟიმმა კიდევ ერთხელ განურჩევლად შეუტია მშვიდობიან მოსახლეობას საჰაერო იერიშებით - დედაქალაქს 400-ზე...

ტრამპი ზელენსკის შეხვდება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ანკარაში მიმდინარე კვირას ნატოს...

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს სახელმწიფო ააშენებს

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს სახელმწიფო ააშენებს - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ...