ავარიამ ქუთაისი-ხონის გზაზე 28 წლის გოგო იმსხვერპლა

0
589

ქუთაისი-ხონის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 28 წლის პირის სიცოცხლე ესხვერპლა – ერთმანეთს მსუბუქი მანქანა და ბენზინმზიდი სატვირთო დაეჯახნენ.

თვითმხილველების თქმით, მსუბუქ ავტომობილს 28 წლის გოგო მართავდა, ის ჩქარა მოძრაობდა და ბენზინგასამართი სადგურიდან გამომავალ სატვირთოს დაეჯახა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთოს მძღოლი დაშავებული არ არის.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

წინა სტატიახანძარი გალის სოფლებში, ცეცხლი დასახლებულ ადგილებზე გადავიდა [Video]
შემდეგი სტატიაზუგდიდში დააკავეს პირი, რომელიც 10 წლის განმავლობაში იძებნებოდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური