მთავარისიახლეებიპოლიტიკა"პატრიოტთა ალიანსის" სამ დეპუტატს ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს სადეპუტატო...

“პატრიოტთა ალიანსის” სამ დეპუტატს ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ

Published on

“პატრიოტთა ალიანსის” სამ დეპუტატს ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს პარლამენტის სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ. შესაბამისი გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა რიგგარეშე სესიაზე მიიღეს.

იმის მიუხედავად, რომ “პატრიოტთა ალიანსი” ყველაზე ბოლო იყო, მათ შორის, ვინც არჩევნების შედეგების გაყალბების გამო პარლამენტს მანდატების შეჩერების მოთხოვნით მიმართა, მათი საკითხის განხილვა სხვაზე ადრე დაიწყო.

სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი დღესვე განიხილეს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზეც და ცნობად მიიღეს.

როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, სამივე წევრმა დაადასტურა, რომ განცხადებები უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე არის მათი ნების გამოხატულება.

ცნობისთვის, “პატრიოტთა ალიანსს“ საარჩევნო სია არ ჩაუხსნია, ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილმონაცვლეები გელა მიქაძე, ნანა დევდარიანი და ფრიდონ ინჯია კი, შესაძლოა პარლამენტში შევიდნენ. “პატრიოტთა სიით“ პარლამენტში შევიდა და მანდატზე უარის თქმას არ აპირებს ავთანდილ ენუქიძე.

საქართველოს პარლამენტის უკვე ყოფილი წევრი და “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი მისთვის და მისი 2 თანაპარტიელისთვის საპარლამენტო მანდატების შეჩერებას “ქართული ოცნების” მხრიდან “სამაგალითო დასჯას უწოდებს”.

“ეს [მანდატებზე უარის თქმა] განაპირობა “ქართული ოცნების” მიერ არჩევნების გაყალბებამ და არა იმან, რომ პარლამენტში შესვლა არ გვინდა და არ გვინდოდა საპარლამენტო საქმიანობა… “ქართული ოცნების” მმართველობის სტილი ძალიან ჰგავს გასული საუკუნის 20-იანი წლების ბოლშევიკური მმართველობის პერიოდს. ეს არის ჩვენი სამაგალითო დასჯის მცდელობა”, – ასე გამოეხმაურა ყოფილი დეპუტატი პარლამენტში მათთვის მათივე განცხადების საფუძველზე მანდატების შეჩერების საკითხს.

საქართველო პარლამენტის უმრავლესობის წევრი, გიორგი კახიანი განმარტავს მიზეზს, რის გამოც პარლამენტმა მანდატებზე უარის მთქმელი დეპუტატებიდან მხოლოდ “პატრიოტთა ალიანსის” განაცხადების განხილვა დაიწყო. მისი თქმით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გასამართი შეხვედრების მე-5 რაუნდამდე მათთვის მანდატების შეჩერების საკითხს სიფრთხილით უდგებიან; “ჩვენ, რა თქმა უნდა, სიფრთხილით ვუდგებით უფლებამოსილებების შეწყვეტის საკითხს. ანუ, იმ პარტიებს, რომლებსაც ჩახსნილი აქვთ თავისი სიები, მათი პარლამენტის წევრების უფლებამოსილებების შეწყვეტა გამოიწვევს იმას, რომ მათ ადგილმონაცვლე არ ეყოლებათ, ამიტომ, ვიდრე საბოლოოდ შეთანხმება არ შედგება და ეს მოლაპარაკებების რაუნდი არ დასრულდება, ცხადია, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ჯერ არ ვიღებთ”, – თქვა გიორგი კახიანმა.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...