მეორე დღეა ხანძარს ებრძვიან წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. ცეცხლი სოფელ სქურის ტყეში ფოთლოვან ტყეს უკიდია.
რთული რელიეფის და ხილვადობის გამო, ხანძრის კერამდე სახანძრო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება. ხანძარი დასახლებული პუნქტიდან მოშორებითაა, ამიტომ მოსახლოებამდე ცეცხლის გადასვლის საფრთხე არ არსებობს.
მეხანძრეებმა მუშაობა დილიდან განაახლეს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძრის ორი კერიდან დარჩენილია ერთი, ადგილზე მეხანძრეეები მუშაობენ, „სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება“თუმცა ცეცხლის ჩაქრობა ჯერ ვერ ხერხდება