მთავარისიახლეებიპოლიტიკაგლდანის ციხესთან შეკრებილმა სამოქალაქო აქტივისტებმა პოლიტპატიმრებს ახალი წელი მიულოცეს

გლდანის ციხესთან შეკრებილმა სამოქალაქო აქტივისტებმა პოლიტპატიმრებს ახალი წელი მიულოცეს

Published on

წუხელ, გვიან ღამით გლდანის ციხესთან სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ და ივერი მელაშვილს, ნატალია ილიჩოვასა და გიორგი რურუას ახალი წელი მიულოცეს. მათ ციხის შენობასთან ფრანები გაუშვეს.

გიორგი რურუას მეუღლის, სოფო სიხარულიძის თქმით, მისი სურვილია ისინი იყვნენ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ბოლო ადამიანები ქვეყანაში

გლდანის ციხესთან იმყოფებოდა ევროპული საქართველოს ყოფილი წევრი, ელენე ხოშტარიაც, რომელმაც ადგილზე გოზინაყი და თავსი გოგონას დახატული პლაკატი მიიტანა.

“არ არსებობს წამი, როდესაც ჩვენ არა ვართ პოლიტპატიმრების გვერდზე და შეუძლებელია, რომ დღეს უბრალოდ შეირგო ახალი წელი, ან იფიქრო შემდეგ წელზე, ან რაღაცა აღნიშნო და არ იფიქრო ამ ადამიანებზე, რომლებიც სრულიად უსამართლოდ არიან გამომწყვდეულები. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ შემდეგ წელს მაინც ციხესთან და უსამართლობის გაპროტესტებით აღარ მოგვიწევს აღნიშვნას, რომელიც ყველასთვის სასიხარულო უნდა იყოს, მაგრამ, ვერ იქნება სიხარული სრული, თუ ადამიანები იჩაგრებიან ამ დროს”, — განაცხადა ელენე ხოშტარიამმედიასთან კომენტარში.

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 15 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი განცხადებით, აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს. ტრამპის თქმით, ირანის წინააღმდეგ...

ნატო ადასტურებს, რომ მოიგერიეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა

ნატო ადასტურებს, რომ ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია. „პარასკევს დილით...

ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების მიზნით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი არასწორია

გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების მიზნით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი არასწორია,...