მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,დავძლიოთ გაუცხოება, უარი ვუთხრათ სიძულვილსა და დაპირისპირებას! 2021 წელი ნდობის...

,,დავძლიოთ გაუცხოება, უარი ვუთხრათ სიძულვილსა და დაპირისპირებას! 2021 წელი ნდობის წელი უნდა იყოს!”- სალომე ზურაბიშვილის საახალწლო მილოცვა

Published on

,,ყველას, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, გილოცავთ ახალ წელს, გისურვებთ ჯამრთელობას, მხნეობას, წარმატებებს და ერთსულოვნებას!” – ასე მიულოცა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მოსახლეობას ახალი წლის დადგომა.

,,2020 წელი უმძიმესი აღმოჩნდა მსოფლიოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის. მინდა მივუსამძიმრო ყველას, ვინც ამ ურთულეს პერიოდში დაკარგა ოჯახის წევრი, ახლობელი თუ მეგობარი.​

პანდემიამ შეცვალა მსოფლიო – შეარყია ეკონომიკა, ჩაგვიკეტა საზღვრები, ჩვენც შეგვცვალა – შიში ჩაგვინერგა. მაგრამ უარყოფითთან ერთად, პანდემიამ დაგვანახა, რომ გადარჩენა მხოლოდ სოლიდარობით, ერთმანეთის ნდობით და გაფრთხილებით შეიძლება; პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა დაავადების დამარცხების ერთადერთი გზაა! მთავარია, არ მივეცეთ სასოწარკვეთილებას, რამეთუ ყველაფერ ცუდს კარგი მოსდევს.

პანდემიამ ერთი რამ მაინც ვერ შეცვალა – ოკუპაცია და ჩვენი ტკივილი. დღეს მან კიდევ უფრო დაამძიმა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ისედაც უმძიმესი მდგომარეობა, თუმცა დაგვანახა, თუ რამდენად აუცილებელია, სამომავლოდ გამოვნახოთ სოლიდარობისა და ურთიერთდახმარების გზები – ანუ გზა ოკუპაციის დასაძლევად.

მთავარი მიღწევა კი ის არის, რომ ურთულესი პირობების მიუხედავად, ოკუპაციისა და მძიმე რეგიონალური კონფლიქტების, ამ პატარა ქვეყანამ შეძლო და შეინარჩუნა სტაბილურობა, მდგრადობა, აქვს საკუთარი თავის იმედი და სხვებსაც არაერთგზის აჩვენა, რომ ასე მარტივად არ ნებდება.

ალბათ  რთული ზამთარი გველის და გამოწვევები არ გამოილევა. მაგრამ ჩვენ უკვე ვიცით, რომ ამ გზას გავივლით. ისიც ვიცით, რა გვჭირდება ამ გზაზე –  ერთმანეთის ნდობა, გაფრთხილება, სოლიდარობა  და ერთიანობა! უნდა დავძლიოთ გაუცხოება, უარი უნდა ვუთხრათ სიძულვილსა და დაპირისპირებას!  2021 წელი ნდობის წელი უნდა იყოს!”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სიახლეები

ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – ნინო ქადაგიძე

"ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი...

ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი

სპორტის განვითარება "ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების...

სტივენ დოუთი-საქართველოს მთავრობის კანონმდებლობა მიზანში იღებს NGO-ებს, ოპოზიციას

გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრი, სტივენ დაუთი სამეფოს თემთა პალატის წევრის, იან დანკან სმიტის კითხვის...

ამჯერად, ვიღაცას ეყო პოლიტიკური ნება და გადაწყვიტა საქმის გახსნა-ნიკო კვარაცხელიას დედა

ქართული ოცნების პროკურატურის მიერ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობიდან 5 წლის შემდეგ საქმის გახსნილად გამოცხადების მერე,...