“აღა­ნი წანა თქვა­ნი კაი იყ­ვას, ირი­აშ ხვამ ყო­ფე­დას და ირი­აშ ჯგი­რო­ბუა” -ახალი წელი, კუჩხა ლაზეთში

0
782

ლაზეთში  ჩენებური ახალი წელი  ნაკლებ მნიშვნელოვანია, მაგრამ შობას, რომელსაც ქირსეს ეძახიან, სრულიად განსაკუთრებულად ხვდებიან, თითქმის ისევე, როგორც მეგრელები, საზოგადოდ ქართველები. 

  ტრადიციაშემონახული ლაზები განსაკუთრებლად აღნიშნავენ კუჩხასაც, ეს მართლაც მნიშვნელოვანი დღეა ლაზებისთვის. ლაზებს აქამდე შემორჩათ ჯვრის მიმართ  გარკვეული რიდი და მოკრძალება, უფრო სწორად, თუ  რწმენა არა,  პატივისცემა მაინც, ეს განსაკუთრებით ვლინდება შობა-ახალი წლის აღნიშვნაში, რომლის სამზადისი დეკემბრის მიწურულს, 28-29-თვის იწყება ლაზურ სოფლებში. მეზობელი თურქები ამ სამზადისს “გურჯულ” ბაირამობას უწოდებენ.

საგანგებოდ “კუჩხასთვის” მზადდება ტკბილეული, რომელიც სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს. სიტკბო დაგებედებაო , ხშირად კვერებზე ჯვარსაც გამოსახავენ.

ამაშივლინდება ის, რომ ლაზებს აქამდე შემორჩათ ჯვრის მიმართ  გარკვეული რიდი და მოკრძალება, უფრო სწორად, თუ  რწმენა არა,  პატივისცემა მაინც,

“სამწუხაროდ, ჯვარს ჩვენთვის უკვე აღარ აქვს ის დანიშნულება, რაც მართლმადიდებლური სამყაროსთვის. ის ჩვენთვის რაღაც ქართულთან, მშობლიურთან გვაკავშირებს და მხოლოდ ხვავისა და ბარაქის ნიშნად ვიყენებთ. როცა დედა პურებს აცხობდა, ცომს ზედ ჯვრის გამოსახულებას უკეთებდა. სახლის შესასვლელ კარებზეც ჯვარია გამოსახული, ავი თვალისგან იცავსო. მე არა, მაგრამ მამაჩემს ახსოვს, ბებიაჩემი მარჯვენა მაჯაზე მომცრო ზომის, ხელით შეკერილ ტყავის ნივთს უკეთებდა, რაზეც ჯვარი იყო ამოქარგული…- წერენ ლაზები. 

ოჯახის უფროსი, ან თუნდაც ახალგაზრდა წევრი, ოღონდ აუცილებლად მამაკაცი, თხილის ან რომელიმე რბილი ხის ჯოხიდან თლის “ქუჩზუღას” (ჩიჩილაკი, მეგრულად “ქუჩუჩი”), რომელსაც თავზე ხისავე ჯვარი უკეთდება. “ქუჩზუღა” თხმელისა და სუროს ტოტებით ირთვება. ხის ჯვარზე კი ხილი, უმთავრესად ვაშლი და მანდარინი უკეთდება. ბარაქიანობის ნიშნად ჩიჩილაკის ბურბუშელაში ფულსაც დებენ.

ჩიჩილაკს  ქალები რთავენ,  მაგრამ იმ დღის მერე ჩიჩილაკის დაშლამდე მათ არ შეუძლიათ ჩიჩილაკს თითიც მიაკარონ.ღორს ჩვენგან განსხვავებით  არ კლავენ. ,,ჩვენ ვიცით, რომ ახლობელი მეგრელები ამ დღეს ღორს კლავენ. იმ ცნობილი მიზეზის გამო, რომ ჩვენთან ღორის ხორცი საერთოდ გამოყენებაში არ არის, ეს პირუტყვი მუსლიმანური სამყაროდან საერთოდ “ამოგდებულია”, – აცხადებენ ლაზები/. 

ლაზურ კუჩხაში უცილობელი ამბავია რიტუალური გასვლა ზღვაში და თევზაობა . თევზს კუჩხაშ ტაბლისთვის განსაკუთრებიოთ არჩევენ, ძირითადად ზუთხისას, თიუმცა ტი ზუთხი ვერ ..მოინადირეს” სადაგი სუფრის ატრიბუტი ქაფშიაც კი დასაშვებია

 “ქირსედღას” მოლა მთვარის ფორმის, პატარა ზომის პურებს “თუხაქუბალს არიგებს, რომელიც ოჯახის ყველა წევრმა აუცილებლად უნდა მიირთვას. ამ დღეს სახლის “ქარქანში”, ბანზე წითელ ნაჭრებს კიდებენ. ესეც ძველი ტრადიციაა, /

ლაზებში 15 იანვარი საზოგადოდ “მძიმე დღეა სტუმრიანობისთვის და ბევრი იკავებს თავს ოჯახში დაუპატიჟებლად მისვლისგან.  რაც შეეხება მეკვლეს, “კუჩხას” დღეს ყველას ჰყავს “კარგი” ფეხის მქონე სტუმარი, რომელსაც საჩუქრებით ხვდებიან. ის აუცილებლად მამაკაცი უნდა იყოს. მას საგანგებოდ არჩევენ და თხოვენ მეკვლეობას. 

 “კუჩხა” აუცილებლად კაცის საქმეა. ამ დღეს ოჯახში უცხო ქალის შემოსვლა არც ერთ ლაზს არ უხარია. ლაზეთში ქალის ფეხი  ცუდად აქვთ დაცდილი.  კუჩხა დღეს მოლა მთვარის პურს, ” ქალს არაფრით მისცემს. საერთოდაც, ქალები ამ დღეს წმინდა ადგილებზე გავლას ერიდებიან და ცდილობენ იმ დღეს სახლიდან არ გამოვიდნენ.  

  ახა­ლი წლის ღა­მეს მეკვლე უმე­ტე­სად, ოჯა­ხის უფ­რო­სია. რო­დე­საც სა­ა­თი თორ­მეტ­ჯერ ჩა­მოჰ­კრავ­ს, ის სხვე­ბის­თვის შე­უმ­ჩნევ­ლად, გა­რეთ გა­ვი­დის, თან სურ­სათ-სა­ნო­ვა­გით სავ­სე კა­ლ­ა­თას და ჩი­ჩი­ლაკს გა­ი­ტან­ს, იმ ღამეს გარეთ გაათევს უთენია კი დგება, ხელში აიღებდ ჩიჩილაკს, ხონჩას, რომელზედაც დევდ ღერღილი და მასში შთაფლული ხურდა ფული, ტკბილეული და ყურძნის წვენით გაზავებული სუფთა, ახალი წყალი, ამ უკანასაკნელს“ჯაბალგა” ჰქვია და ლაზების რწმენით ჯანმრთელობის მომტანია. საერთოდ, სუფთა წყალი ლაზურ სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს, თუნდაც ჩვეულებრივი დღე იყოს, . წყალი ალაჰის ცრემლია და მუსლიმმა აუცილებლად უნდა მიიღოს, მით უფრო ასეთი მნიშვნელოვან დღესო.

ამ დღისთვის საგანგებოდ მზადდება ყურძნის წვენიც. ზოგიერთ ღარიბ ოჯახს, ვისაც ყურძნის წვენი არა აქვს, შეუძლია წყალში მურაბა ან უბრალოდ შაქარი ჩაყაროს და ისე დაატკბოს, მაგრამ ეს უკვე “ის” არ არის, რაც ალაჰის ცრემლად იწოდება .

ასე დახუნძლული და სახეზე ყაბალაფარებული “მოკუჩხური” ტრადიციაშემონახულ ლაზბში მიადგება სახლის კარებს, აუცილებლად სამჯერ და­ა­კა­კუ­ნებს . “მინ ორერ?” (“ვინ ხარ?”), – შე­ე­კი­თხე­ბიან შიგ­ნით მყოფ­ნი. 

“აღა­ნი წანა თქვა­ნი კაი იყ­ვას, პოტე კაი ძი­რათ დო ხე­ლე­ბა დო კა­ი­ო­ბა­თე დო­ს­ქი­დათ! ირი­აშ ხვამ ყო­ფე­დას და ირი­აშ ჯგი­რო­ბუა” (“ახა­ლი წელი თქვენ­თვის კარ­გი იყოს, სულ სი­კე­თე გე­ნა­ხოთ და სი­ხა­რუ­ლი­თა და სი­კე­თით იცხოვ­რეთ! სულ და­ლოც­ვი­ლე­ბი იყა­ვით და კარ­გად იყა­ვით”), – პა­სუ­ხობ­ს მეკვლე გა­რე­დან. მერე კარს გა­უ­ღებ­ენ და სახ­ლში შე­­იყ­ვან­ენ.

 მეკვლე ჩი­ჩი­ლა­კის დად­გმამ­დე იკი­თხავ­ს: “ოხორ­მან­ჯე სო­რენ?” (“ოჯა­ხის პატ­რო­ნი, უფ­რო­სი კაცი სად არის?”) ამ დროს მას ოჯა­ხის უფ­როს ვა­ჟიშ­ვილ­ზე მი­უ­თი­თებ­ენ და ისიც ჩი­ჩი­ლაკს მას გა­დას­ცემ­ს. თუ ოჯახ­ში ვაჟი არ ჰყავ­დათ, მეკვლეს ასე ეტყვიან: “ოხორ­მან­ჯე ვარ მუხ­თი­მუნ, ლა­ქინ კუ­ლა­ნი ჰაქ მი­ო­ნუ­ნან” (“ოჯა­ხის უფ­რო­სი არ მო­სუ­ლა, ქა­ლიშ­ვი­ლი კი აქ გვყავს”). მეკვლე ანუ იგი­ვე ოჯა­ხის უფ­რო­სი, ქა­ლიშ­ვილს და­ლო­ცავ­ს და ოჯახს ვა­ჟიშ­ვი­ლის გა­ჩე­ნას უსურ­ვებ­ს. 

შემ­დეგ მა­მა­კა­ცე­ბი ზღვა­ში სა­ბა­ნა­ოდ მი­დიან­ რომ ახა­ლი წლის შე­მობ­რძა­ნე­ბას სუფ­თად დახ­ვდნენ. ეს ტრა­დი­ცია ახ­ლაც არის, მაგ­რამ ახლა ქა­ლე­ბიც მი­დი­ან, ოღონდ სა­ბა­ნა­ოდ ცალ-ცალ­კე ად­გილს ირ­ჩე­ვენ.

ახა­ლი წლის წინა დღე­ებ­ში ლაზები ფან­დურ­ზე ძა­ლი­ან ტკბილ, ახა­ლი წლის შე­სა­გე­ბე­ბელ სიმ­ღე­რებ­სა და “ოდა­ბა­დეშ ობი­რე­შებს” (“სიმ­ღე­რა სამ­შობ­ლო­ზე”) მღე­რიან, ყოველ შემთხვევაში ეს ტრადიცია აქ გენეტიკურად ახსოვთ .

წინა სტატია2021 წელი პირველი სამოასა და კირიბატის კუნძულზე დადგება
შემდეგი სტატიამომატებული ფასების გამო გაღარიბებული ოჯახები ახალ წელს შესაძლოა სუფრის გარეშე შეხვდნენ [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური