მთავარისიახლეებიპოლიტიკაზალკალიანი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აშშ საქართველოსთვის დაფინანსების...

ზალკალიანი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აშშ საქართველოსთვის დაფინანსების შეწყვეტის საკითხს განიხილავს

Published on

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აშშ საქართველოსთვის დაფინანსების შეწყვეტის საკითხს განიხილავს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის მცდარი ნარატივი, რასაც ოპონენტები საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებენ და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ“,-განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, პრობლემა არის ინტერპრეტაციაში, როდესაც ოპონენტები ცდილობენ ისე წარმოაჩინონ, თითქოს საქართველოს სანქციები უწესდება და აშშ-ის მხრიდან დაფინანსება აღარ ექნება. „არ არის არანაირი პირდაპირი ბმა აშშ-ის მხრიდან საქართველოსთვის დაფინანსების გაუქმებასთან დაკავშირებით“

„ჩვენს არ გვაქვს არანაირი პრობლემა, მოვუსმინოთ და გავითვალისწინოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის რჩევები. მიკვირს, როდესაც ჩვენი ოპონენტების მხრიდან მათთვის მისაღებ ფორმულირებაზე არის საუბარი, მაშინ აშშ სტრატეგიული პარტნიორი და მნიშვნელოვანია. როდესაც აშშ მოუწოდებთ, შეწყვიტეთ ბოიკოტი და პარლამენტში შედითო, მაშინ აშშ არის მტერი და კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ საქართველოში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ელჩს.

ეს არის რეალობა, ორმაგი სტანდარტი, რასაც ოპონენტები საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გამო იყენებენ, რაც ყოვლად მიუღებელია. სტრატეგიული პარტნიორობა არის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც გადახედვას არ ექვემდებარება, მიუხედავად იმისა, ის კრიტიკულია თუ არა. მათი კრიტიკა მომდინარებს იქედან, რომ ისინი ჩვენი მეგობრები არიან. დემოკრატიის განვითარება მუდმივი პროცესია.

გაიხედეთ ევროკავშირის ქვეყნებში, მათთან მიმართებით იგივე მათი პარტნიორები ბევრ საკითხთან დაკავშირებით, თუნდაც მართლმსაჯულების კუთხით კრიტიკულები არიან, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი მხარს არ უჭერენ ქვეყნის მმართველობას და ხელისუფლებას?, – განაცხადა ზალკალიანმა.

სიახლეები

ისრაელის საჰაერო დარტყმების შემდეგ თეირანში “დაღამდა” და “ნავთობის წვიმასაც” ელოდებიან

აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ირანის სანაპიროსთან ახლოს ატომური ავიამზიდები განათავსეს. ისრაელი ჰაერიდან იერიშებს...

ირანს ახალი სულიერი ლიდერი ჰყავს, ვინაობა არ სახელდება

ირანის სასულიერო პირთა ექსპერტთა ასამბლეამ ქვეყნის ახალი უზენაესი ლიდერი აარჩია, თუმცა არჩეული პირის ვინაობა ჯერჯერობით...

რა თქმა უნდა, ბიძინას ნაკლი არა აქვს, რომ არ მჯეროდეს, ამდენ ბულინგს ვერ გავუძლებდი – შალვა რამიშვილი

"ქართული ოცნების" პროპაგანდისტი, ქრთამის მიცემისა და გარყვნილი ქმედებისთვის მსჯავრდებული, "პოს ტვ"-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი და...

გორში იარაღით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს – “ქართლის ამბები”

გორში, სოფელ სვენეთში, იარაღიდან გასროლით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს - ინფორმაციას ადგილობრივი მედია...