მთავარისიახლეებიპოლიტიკაქართული ოცნება "მთავარ არხს" უჩივის უფასო წინასაარჩევნო რეკლამაზე უარის გამო

ქართული ოცნება “მთავარ არხს” უჩივის უფასო წინასაარჩევნო რეკლამაზე უარის გამო

Published on

ქართული ოცნება, კერძოდ კი ირაკლი კობახიძე, “მთავარ არხს” უჩივის . მიზეზი არჩევნების მეორე ტურის წინ მიღებული გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვით, “მთავარმა არხმა” უარი თქვა უფასო წინასაარჩევნო რეკლამაზე და ამით საკუთარი კონსტიტუციური უფლება გამოიყენა. 

მმართველი გუნდი აპირებს, მარეგიულირებელი კომისიის ხელით მორიგი სანქცია გამოიყენოს კრიტიკული მედიის წინააღმდეგ. “ქართული ოცნების” საჩივარს, რომელიც კომუნიკაციების კომისიაში 18 დეკემბერს შევიდა, მარეგიულირებელი 31 დეკემებრს განიხილავს.

“მეორე ტურის პერიოდში ჩვენმა არხმა უფასო დრო არ დაუთმო არავის, უფასო დრო არ იქნა გამოყენებული პოლიტიკური რეკლამებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს საჯაროდ იქნა გაცხადებული ქართულმა ოცნებამ მოგვმართა, რომ სურდათ გამოეყენებინათ დრო, რაზეც ასევე, წერილობით დავუდასტურეთ და ვუთხარით უარი. ვინაიდან ეს იყო არხის პოზიცია, არხი ვერ იქნებოდა გულრგილი მიმდინარე მოვლენების მიმართ, არა მხოლოდ უფასო პოლიტიკურ რეკლამაზე თქვა უარი, ცესკოსგანაც, თანხის სანაცვლოდ ფასიანი რგოლების განთავსებაზე თქვა უარი”, – ამბობს “მთავარი არხის” იურისტი, თამთა მურადაშვილი.

მისი თქმით, ამ საქციელით პარტია არ დაზარალებულა, თუმცა კრიტიკული მედიის დასასჯელად, მარეგულირებელი 31 დეკემბერს აუცილებლად ფინანსურ სანქციას გამოიყენებს. 

“ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ რა გადაწყვეტილებას მიიღებს კომისია, ეს კახა ბექაურის გადასაწყვეტია. 

“არხის დასჯა, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, თუკი არის ასეთი საჩივარი, შესაბამისი ინსტიტუცია განიხილავს, არ ვარ მართლა ამაში ჩახედული, არცერთ არხთან არ მაქვს პიროვნული აუტანლობა”, – თქვა დავით სერგეენკომ. 

 შეგახსენებთ, რომ რეკლამის გაშვების გარდა, “მთავარმა არხმა” პროტესტის გამო არჩევნების მეორე ტური საერთოდ არ გააშუქა.

სიახლეები

ილიაუნის განათლების სკოლა საკანონმდებლო ცვლილებების გაუქმებას ითხოვს

მიუღებელია „განათლების რეფორმის“ სახელით გამოცხადებული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის...

სტუდენტები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

განათლების სამინისტროსთან პროტესტი გრძელდება. სტუდენტები გივი მიქანაძესთან შეხვედრას ითხოვენ. მათი თქმით, მიქანაძე ვალდებულია მივიდეს და...

14-15 თებერვალს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო, 14-16 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, 14-15 თებერვალს...

ფიშერი- პაპუაშვილი 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე, ის 48 წლისაა, მეტი კომენტარი არ მაქვს

მე ბატონ პაპუაშვილს კარგად ვიცნობ, თუმცა ვიკიპედიის თანახმად, ის სწავლობდა გერმანიაში 4 წლის განმავლობაში...