მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,მე, ჩემი ცოლი ირინა, შვილი სანდრო და სპანიელი რემბო ფარულ შეხვედრებს ვმართავთ''...

,,მე, ჩემი ცოლი ირინა, შვილი სანდრო და სპანიელი რემბო ფარულ შეხვედრებს ვმართავთ” – ალეკო ელისაშვილი

Published on

ალეკო ელისაშვილი ეხმაურება “მთავარი არხის” ინფორმაციას იმის შესახებ რომ იგი”ოცნებასთან” ფარულ მოლაპარაკებებს მართავს

ტელეკომპანია “მთავარმა” გაავრცელა ინფორმაცია თითქოს ჩვენი პარტია ფარულ მოლაპარაკებებს მართავს ქართულ ოცნებასთან რიგგარეშე არჩევნების სავარაუდო დანიშვნის პირობებთან დაკავშირებით. მინდა ნაწილობრივ დავადასტურო ეს ამბავი! წუხელ, აჭარის ტელევიზიასთან ჩართვის შემდეგ ოფისიდან წავედი სახლში. ეგრე 10 საათი იქნებოდა. სახლში ვიყავით მე, ჩემი ცოლი ირინა, შვილი სანდრო და სპანიელი რემბო. დაახოებით ერთ საათში უაღრესად ფარულ და საიდუმლო ვითარებაში გვესტუმრა კარის მეზობელი და იმავდროულად ცოლისდა თამთა. საათზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენ ვიხილავდით მიმდინარე პოლიტიკურ და საყოფაცხოვრებო საკითხებს. საახალწლო სამზადისსაც კი შევეხეთ საუბრის დროს. მალევე თამთა ბავშვების დასაძინებლად გადავიდა სახლში, რა თქმა უნდა ისევ უაღრესად ფარულ ვითარებაში…

ისე კი ძვირფასო მედიის და ოპოზიციის ნაწილის წარმომადგენლებო – ლოგიკას მაინც გაყევით: ხმამაღლა და მკაფიოდ გვაქვს ნათქვამი რომ თუ რიგგარეშე არჩევნები იქნება კარგია, არ ვართ წინააღმდეგები მაგრამ თუ არ დაინიშნება არც მაგაზე მოვიკლავთ თავებს. ჩვენთვის მთავარი არის საარჩევნო სისტემის ფუნდამენტური ცვლილება. ჰოდა, აქედან გამომდინარე ლოგიკა გეუბნებათ რომ ჩვენი და ქართული ოცნების ფარული მოლაპარაკებების საფუძველიც კი არ არსებობს. კი ვერ დაგიშლით არარსებული სკანდალის დეტალების დაზუსტებას, თქვენი საქმისა თქვენ იცით. უბრალოდ ამაოდ დაიღლებით და ეგაა”, – წერს ელისაშვილი.

ალეკო ელისაშვილის თანაპარტიელი, ლევან იოსელიანის თქმით, ეს ეზინფორმაციაა მისი თქმით, კონსულტაციები მხოლოდ “გირჩთან” აქვთ, ისიც ტექნიკური ხასიათის. 

“არავისთან მოლაპარაკებები ცალკე ჩვენ არ გვაქვს. დამოუკიდებლად არავისთან გვქონია. თუ გადაწყვეტთ ვინმესთან საუბარს, ამას გავაკეთებთ საჯაროდ. მე ვთქვი, რომ გვაქვს აზრთა გაცვლა-გამოცვალ გირჩის ერთ ნაწილთან და შეეხება კონკრეტულ თემას. მათი ხედვაა, რომ ნულოვანი ბარიერით უნდა ჩატარდეს არჩევნები, ჩვენ ვფიქრობთ, რომ თბილისში უნდა იყოს 8-10 სამაჟორიტარო ოლქი. მგონია, რომ მოლაპარაკებები საბოლოოდ უნდა დასრულდეს შეთანხმებით, რაც გულისხმობს ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლას”, – თქვა იოსელიანმა.

მოლაპარაკებებს “ოცნებაშიც” უარყოფენ. პრემიერმინისტრმა თქვა, რომ მას მხოლოდ ერთადერთი შეთავაზება აქვს ოპოზიციასთან – შევიდეს პარლამენტში.

თავის მხრივ, ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ რამდენიმე ადამიანის პარლამენტში შესვლა საპარლამენტო ორგანოს ლეგიტიმაციას ვერ მიანიჭებს. 

“ოცნების” ხერხი იგივეა, რაც აქამდე – ცდილობენ, პარლამენტს ჰქონდეს ლეგიტიმაცია. მინდა, შევახსენო ბატონ ალექსანდრეს და ყველას, ვინც ახლა მმართველ გუნდს დაფარულად ესაუბრება, რომ 2-3-4 ადამიანის შესვლა პარლამენტში “ოცნების” რიგების გაძლიერება იქნება და არა ოპოზიციის შესვლა”, – ამბობს “ენმ”-ის წევრი, ხატია დეკანოიძე.

  

სიახლეები

აშშ-მა სირიაში ISIS-ის სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

შაბათს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში აშშ-მ სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 30-ზე...

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...