მთავარისიახლეებიპოლიტიკაგაივლის დრო და არავის ემახსოვრება, ვინ შევიდა პარლამენტში ან ვინ თქვა შესვლაზე...

გაივლის დრო და არავის ემახსოვრება, ვინ შევიდა პარლამენტში ან ვინ თქვა შესვლაზე უარი – გიორგი გახარია

Published on

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეფასებით, დღეს ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას „კრიზისს ვერ დაარქმევდა“.როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური და ეკონომიკური კრიზისის დაძლევა.

ამასთან, გიორგი გახარიას თქმით, გაივლის დრო და არავის ემახსოვრება, კონკრეტულად ვინ შევიდა პარლამენტში ან ვინ თქვა შესვლაზე უარი.

„ადამიანურად მიმაჩნია, რომ ეპიდემიოლოგიური და ეკონომიკური კრიზისი ყველაზე მნიშვნელოვანია. მესმის, რომ პოლიტიკური კრიზისი ასევე მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არის ძალზედ მოკლევადიანი, მიმდინარე და მე ვერც დავარქმევდი ამას კრიზისს. პარლამენტი ფუნქციონირებს, მთავრობა ფუნქციონირებს, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება შეზღუდული არ არის, დემოკრატიული პროცესი ვითარდება. შესაბამისად, დღეს ჩემთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ეპიდემიასთან და ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავებაა. მერწმუნეთ, გაივლის დრო და არავის ემახსოვრება ის, რასაც თქვენ ახლა პოლიტიკურ კრიზისს ეძახით. უფრო მეტსაც გეტყვით, არავის ემახსოვრება კონკრეტულად ვინ შევიდა პარლამენტში ან ვინ თქვა შესვლაზე უარი. ყველას ემახსოვრება ერთადერთი რამ, როგორ გაუმკლავდება ქვეყანა ეკონომიკას და ეკონომიკურ კრიზისს. დღეის მდგომარეობით, პრიორიტეტების ნუსხაში ეს ორი საკითხი დგას პირველ რიგებში და სხვა ყველაფერი შემდგომ’, – განუცხადა გახარიამ ჟურნალისტებს.

სიახლეები

სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. არსებული...

დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირას ჩამოვა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა,...

გერმანიაში უკრაინისთვის AI-ტექნოლოგიით აღჭურვილი 5 000-ზე მეტი დრონის წარმოება დაიწყო

გერმანიაში, მიუნხენის მახლობლად უკრაინისთვის 5 000-ზე მეტი საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო დრონის...

თბილისში მიკროავტობუსი მოიპარეს- დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით,...