მთავარისიახლეებისაზოგადოებააფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებმა საახალწლო ჰუმანიტარული ამანათები რეგიონებში ჩაიტანეს

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებმა საახალწლო ჰუმანიტარული ამანათები რეგიონებში ჩაიტანეს [Video]

Published on

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში და განსაკუთრებული საჭიროების მქონე დევნილთათვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, წინა საახალწლო დღეებში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები ჰუმანიტარულ დახმარებას სისტემატურად ახორციელებენ.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია დეპუტატებთან ვახტანგ ყოლბაიასთან, ნუგზარ მგალობლიშვილთან, რაისა ქარაიასთან და აპარატის თანამშრომლებთან ერთად იმერეთსა და სამეგრელოს რეგიონს საახალწლო ამანათებით ეწვივდნენ. საახალწლო ნობათი სხვადასხვა სასურსათო პროდუქტებით და საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთებით რამდენიმე მოწყვლად ოჯახს გადასცეს.

აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში უკვე ტრადიციად ქცეული დევნილთა და მოქალაქეთა დახმარების ჰუმანიტარული აქცია, დეპუტაციისა და აპარატის თანამშრობლების ინიციატივით მათივე ხელფასებიდან ნებაყოფლობით გაღებული სახსრებით ხორციელდება.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...