მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,დღეს ამ შენობაში „ცეკა"-ს სხდომა იმართება'' - პარლამენტთან საპროტესტო აქცია...

,,დღეს ამ შენობაში „ცეკა”-ს სხდომა იმართება” – პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

Published on

პარლამენტის შენობის შესასვლელთან, ჩიტაძის ქუჩის მხრიდან სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. ისინი აცხადებენ, რომ დღევანდელი პარლამენტი არალეგიტიმურია. დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა სამოქალაქო აქტივისტების შეძახილების, “მონა”, „მონა” ფონზე უწევთ.

მოძრაობა „საქართველოსთვის” წევრმა ლაშა ხუსკივაძემ მედიასთაბ საუბარში ამბობს, რომ , აქციები პერმანენტულად გაგრძელდება.

„სხვადასხვა ქალაქში ახალ წლამდე გაჩნდება საპროტესტო კერები და აქციები გაიმართება იქამდე, ვიდრე არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები. ვითხოვთ, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები, რომლებიც სასჯელს უსამართლოდ იხდიან. დღეს ამ შენობაში „ცეკა”-ს სხდომა იმართება, სწორედ ამას ვაპროტესტებთ“, – განაცხადა ხუსკივაძემ.

აქტივისტებმა პარლამენტთან აქცია-პერფომანსიც გამართეს, საჰაერო ბუშტზე მიმაგრებული ოქმის ფურცელი ჰაერში გაუშვეს, წარწერით “გაყალებბულია”. 

“ახლა ვდგამთ მეორე კარავს, აუცილებლად, ახალი წლის შემდგომ სამი კარავი წინა მხარეს (პარლამენტის) დაიდგმება. საქართველოს მასშტაბით აუცილებლად მიიღებენ დიდ პროტესტს და ეს არალეგიტიმური მთავრობა, რომელცი დასვა ივანიშვილმა და ჟვანიამ უბრალოდ ხელი მოუწერა, ვერ გაძლებენ დიდ ხანს”, – ამბობს აქტივისტი, ნიკა ნარსია 

სესია საკანონმდებლო ორგანოში 12 საათზე  დაიწყო. იგი  პრემიერმინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას და მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის წევრებს ამტკიცებს

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...