მთავარისიახლეებიპოლიტიკა"საქართველო უნდა იყოს ნატოს წევრი'' - მეთიუ ბრაიზა

“საქართველო უნდა იყოს ნატოს წევრი” – მეთიუ ბრაიზა

Published on

“საქართველო უნდა იყოს ნატოს წევრი. – განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეთიუ ბრაიზამ  ჟურნალისტისა და ბლოგერის ეგორ კუროპტევის საავტორო გადაცემაში Пограничная ZONA
გავიხსენოთ ნატოს ფორმირება, იმისთვის რომ საბჭოთა აგრესია შეეჩერებინათ, მაშინ როცა გერმანია ორად გაყოფილი იყო, დასავლეთ გერმანია მიიწვიეს ნატოში და ეს მხოდა ამ აგრესიის შესაჩერებლად; თუ მაშინ შეიძლებოდა ეს, რატომ ვერ იქნება დღეს ასე?! მესმის, რომ დღეს მონდომება ნაკლებია, მაგრამ რატომაა ეს მიდგომა დღეს ალოგიკური, ეს გაუგებარია” 
– თქვა ბრაიზამ. 

ბრაიზა ასევე ამბობს რომ მისაღებია ე.წ. “რასმუსენის მოდელი”, რომელიც ითვალისწინებს, საქართველო ისე გახდეს ნატოს წევრი, რომ ალიანსის ქარტიის მე-5 მუხლი (ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმის შემთხვევაში კოლექტიური თავდაცვის შესახებ) მასზე არ გავრცელდეს და ხაზი გაუსვა, რომ არსებობს თითქმის მსგავსი პრეცენდენტები; 

“მოგეხსენებათ, კვიპროსის თითქმის ყველა კუნძულზე ვრცელდება ევროკავშირის კანონმდებლობა, ისინი ევროკავშირის დაქვემდებარებაში არიან. და ერთადერთი, კვიპროსის ჩრდილოეთ მხარე არაა ევროკავშირის ნაწილი. სეპარატისტული რეგიონები არიან ბევრგან, მაგალითად, ესპანეთში კატალონია, კანადაში კვებეკი… შეიძლება ამ დაბრკოლებების გვერდის ავლა, მით უმეტეს, რომ პრეცენდენტები არსებობს”, – თქვა მეთიუ ბრაიზამ. 

ბრაიზამ საქართველოზე და ნატოსთან მის პარტნიორობაზე საუბრისას, ბუქარესტის სამიტი და იმ დროინდელი მოვლენები გაიხსენა – “2008 წელს ნატოში უკრაინის გაწევრიანებისთვის უფრო მეტი დაბრკოლება არსებობდა, ვიდრე საქართველოსთვის, ამასთან, საქართველო, პარტნიორობის შედეგით, ექვსეულში შედიოდა”.

მეთიუ ბრაიზამ ამავე გადაცემაში თქვა, რომ საქართველოს შიდაპოლიტიკურ სიტუაციაში “ბარდაკია” და ამასთან ანაკლიის პორტისა და Caucasus Online-ის შესახებ ისაუბრა.”ეს ნავთობსა და გაზს სცდება. ეს ციფრულია. ეს მომავალია. პროექტი, რომელიც აერთიანებს ევროკავშირს და ნატოს სივრცეს სამხრეთ კავკასიასთან და ცენტრალურ აზიასთან, ცენტრში კი თბილისია. ფაქტი, რომ ამ პროექტს საფრთხე ემუქრება და პრივატიზაცია შებრუნებულია, კომპანია, კავკასუს ონლაინი კი, არსებითად, ნაციონალიზებული, ინვესტორებისთვის იმაზე მიუთითებს, რომ მოვლენები არასწორი მიმართულებით ვითარდება ბიზნეს გარემოს და კანონის უზენაესობის კუთხით.

ეს შემაშფოთებელია. ისევე, როგორც ანაკლიის პორტის საკითხი. არ მესმის მიზეზი, თუ ეს არ არის პოტენციურად სიხარბე ან სახელმწიფოს კონტროლის შენარჩუნება, ან რუსეთის ინტერესები. სხვაგვარად არ მესმის, რა ხდება და ეს დამაზიანებელია საქართველოს რეპუტაციისთვის. საქართველო ვაშინგტონში ძალიან ბევრს უყვარს. არავინ ვიცი ჩემს გარშემო, ვისაც საქართველო ნატოში არ სურს, მაგრამ ასეთი უკუსვლა მის საქმეს აფუჭებს”

სიახლეები

TI- “ქართულმა ოცნებამ” 93 სიტყვა აკრძალა

"კომუნიკაციების კომისია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ღია ცენზორის როლს ასრულებს" - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო"წერს...

ივანიშვილი აშშ-ს მიერ სანქცირებულთა სიაში რჩება

ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულთა სიაში რჩება - ამერიკის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განახლებული სია...

უკრაინული დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა

უკრაინული დელეგაცია დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა. ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით,...

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...