საქართველოს მთავარსარდალი ქვეყანას ახალ საერთაშორისო სკანდალში ხვევს: ის მზადაა, ყოველგვარი წინასწარი ანალიზის გარეშე შეუერთდეს თურქეთის პრეზიდენტის ახალ ინიციატივას კავკასიის პლატფორმის შესახებ.
ეს პლატფორმა ახალ გეოპლიტიკურ გადანაწილებას გულსიხმობს თურქეთის, ირანის, რუსეთისა და კავკასიის ქვეყნების მონაწილეობით და ეს ყველაფერი დასავლეთისა და ჩვენი სხვა საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის გარეშე.
სალომე ზურაბიშვილმა თავის Twitter-ის გვერდზე განთავსებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა:
“მეორე გამოწვევა ამ წლის იყო კონფლიქტი ჩვენ რეგიონში – ძალიან დიდი გამოწვევა. კიდევ ერთხელ მინდა მივესალმო იმას, რასაც ადრეც მივესალმე, ანუ მშვიდობის აღდგენას, რაც ჩვენთვის და არამხოლოდ ჩვენი მეზობლებისთვის, სამივესთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მთლიანი რეგიონის კეთილდღეობა და განვითარება ამაზე არის დამოკიდებული – მშვიდობაზე და სტაბილურობაზე. ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ ყველანი ჩართულები იყვნენ ამ მიზანის მიღწევაში, ყველა ფასილიტატორები, ყველა, ჩვენს გარდა და ეს ძალიან სამწუხაროა. სწორედ ყველას ერთად თავმოყრის შესაძლებლობა იყო საუკუნეების მანძილზე საქართველოს ისტორიული როლი კავკასიაში და არის. სწორედ ამიტომ, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ ვერ იქნება ვერც პასიური და ვერც მეორეხარისხოვანი. ვიმედოვნებ, რომ 2021 წელი იქნება ამ კუთხით ჩვენი გაცოცხლების წელი”.
იან კელიმ საქართველოს პრეზიდენტის ვიდეომიმართვა გააზიარა და დაწერა, რომ მისთვის სრულიად გაუგებარია, რატომ მიესალმება საქართველო იმ ქვეყნის ინიციატივას, რომელმაც ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია მოახდინა.
ამ “მშვიდობის დაბრუნებას” რუსეთის ჯარები ახორციელებენ. რატომ სურს საქართველოს პრეზიდენტს ამ კავკასიური პლატფორმის რეალიზაცია, როცა ეს ნიშნავს, რომ რუსეთსა და ირანს უნდა მიეცეთ ხმა თქვენს რეგიონალურ საქმეებში, – წერს იან კელი.
საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის, იან კელის, ტვიტს, სადაც დიპლომატის აინტერესებს, რატომ სურს საქართველოს პრეზიდენტს კავკასიური პლატფორმის პოპულარიზაცია, როდესაც ეს ნიშნავს, რეგიონალურ საქმეებში რუსეთისა და ირანის ჩარევას, ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილი სარდალი, გენერალი ბენ ჰოჯესი, ეხმაურება და ტვიტერზე წერს:
“შეცდომა… განა საქართველოს პრეზიდენტი არ უნდა წარმოადგენდეს სუვერენულობას? რატომაა საქართველოსთვის მომხიბვლელი გეგმა, რომელიც აცემენტებს რუს ოკუპანტებს საზღვრებზე? რატომ რთავას ნებას საქართველო, თავის საჰაერო სივრცის გავლით სომხეთში “რუსი სამშვიდობოების” გადაფრენას, როცა რუსეთის ჯარებს ქართული მიწა ოკუპირებული აქვთ?” – დატვიტა გენერალმა.
თურქეთის პრეზიდენტმა ზემოთხსენებული ინიციატივა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დასრულების შემდეგ გაახმოვანა.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ნებისმიერ პროექტში მონაწილეობა, სადაც არ არიან ჩართული აშშ, ევროკავშირის ქვეყნები და ჩვენი პარტნიორები, წარმოადგენს საფრთხეს ქვეყნისთვის და “ოცნებას” მოუწოდებენ, გაიაზრონ ამ ნაბიჯისგან მოსალოდნელი ზიანი