მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ავთანდილ ენუქიძე თავისუფალია თავის ქმედებებში, მე და პარტიას არანაირი ბერკეტი არ გვაქვს,...

,,ავთანდილ ენუქიძე თავისუფალია თავის ქმედებებში, მე და პარტიას არანაირი ბერკეტი არ გვაქვს, ჩავერიოთ მის გადაწყვეტილებაში” – ირმა ინაშვილი

Published on

,,პატრიოტთა ალიანსის“ სიის მეოთხე ნომერმა ავთანდილ ენუქიძემ გააკეთა განვცადება, რომ მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას გვერდით ქუჩაში დგომას არ აპირებს და პარლამენტში შესვლას გეგმავს. 

„ამ წუთში გადაწყვეტილი არ მაქვს როდის შევალ, თუმცა ჩემი ხედვები მაქვს და პარლამენტში შესვლას ვაპირებ. აბა რატომ არ დავწერე განცხადება? იქ რასაც იტყვი, იმას ქვეყანა ისმენს. მე ქუჩაში ვერ დავდგები სააკაშვილის და ბოკერიას გვერდით განსაკუთრებით. მე თავისუფალი კაცი ვარ, პარტიაში ეს ყველამ იცოდა, რომ ვისაც რა გადაწყვეტილება უნდოდა იმ გადაწყვეტილებას მიიღებდა, არავინ არავის არ აძალებს და არ სთხოვს ასე მოიქეციო. პარტიის წევრი არ ვარ, ვიყავი თავისუფალი წევრი, მე ვრჩები ამ პარტიის მხარდამჭერად და ვიქნები ბოლომდე“, – აღნიშნა ავთანდილ ენუქიძემ.

როგორც ენუქიძე ცხადებს, „პატრიოტთა ალიანსის“ შიგნით მისი გადაწყვეტილების შესახებ ყველამ იცოდა.

ატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი ავთანდილ ენუქიძის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ იგი თავის ქმედებებში თავისუფალია, პარტიას კი არანაირი ბერკეტი არ აქვს მის გადაწყვეტილებაში ჩაერიოს.

“ბატონი ავთო წლების განმავლობაში არის ჩვენი პარტიის მხარდამჭერი, ის არის შემომწირველი ჩვენი პარტიის, აფინანსებდა არჩევნებს, შესაბამისად, ის თავისუფალია თავის ქმედებებში, მე და პარტიას არანაირი ბერკეტი არ გვაქვს, ჩავერიოთ ბატონი ავთანდილის გადაწყვეტილებაში”. – ამბობს ინაშვილი.

სიახლეები

მოსამართლე ბუგიანიშვილმა ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს...

ზურაბიშვილი ოცნებას: “მეცოდებით!”

"საზოგადოებაში თქვენი ხელით დათესილმა შიშმა, დღეს თქვენს ბანაკში გადმოინაცვლა"- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი...

ირანის უზენაეს ლიდერად დაინიშნა მოკლული ალი ხამენეის ვაჟი მოჯტაბა ხამენეი

ირანის წამყვანმა რელიგიურმა მოღვაწეებმა ქვეყნის უზენაეს ლიდერად დანიშნეს დაღუპული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის...

სად რა ხდება ახლო აღმოსავლეთში: მდგომარეობა 9 მარტისთვის

- ჯიმი ლევი - წუხელ მთელი ღამე იბომბებოდა ისრაელი ირანიდან და ლიბანიდან. დაფიქსირდა კასეტურშიგთავსიანი რაკეტების...