მთავარისიახლეებიპოლიტიკარომელ პლანეტაზე ცხოვრობენ ხუნდაძე და კახაძე?

რომელ პლანეტაზე ცხოვრობენ ხუნდაძე და კახაძე?

Published on

გაეროს ბავშვთა ფონდის, „იუნისეფის“ მონაცემებით, საქართველოში 77 ათასი ბავშვი შიმშილობს, 300 ბავშვი ყოველწლიურად შიმშილით იღუპება. ჯიპების დაბურული და უკანანონოდ ნაშოვნი ფულით შეძენილი ფეშენელური სახლების პირად ბაღებში გამავალი ფანჯრებიდან ეს ალბათ ,,არ ჩანს”.

ყოველ შემთხვევაში, თუ სახლებში არა, საკუთარ სამყაროში ჩაკეტილი მოხელეები ამას ვერ ხედავენ.

ხშირად არის საუბარი ბავშვთა შიმშილობაზე, მე დავაზუსტებ, რომ ეს არასწორი ტერმინია – ასეთი დეფინიცია არ არსებობს და არც რეალობას არ ასახავს.

უფრო სწორი იქნება, რომ ბავშვთა არასრულფასოვან კვებაზე ვისაუბროთ და ეს ნამდვილად პრობლემაა…ამბობს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე.

,,მე მაინც მითხარით, ამხელა გამოცდილება მაქვს და ამხელა ცხოვრება გამოვიარე, ამდენი ინფორმაცია მაქვს – ჩვენთან შიმშილით სიკვდილის შემთხვევა არსებობს თუ არა? და ერთი მაგალითი თუა, მითხარით. – ერთპარტიულად შეკრებილ პარლამენტში ქართული ოცნების წევრმა, ლადო კახაძემ, ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს, კითხვა დაუსვა.

სიახლეები

შესაძლოა დამოუკიდებელი სამაუწყებლო არხების დახურვა გამოიწვიოს – TI კომკომის განცხადებაზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შეფასებით, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია კრიტიკულ ტელევიზიებს ემუქრება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ...

ეს არის მოსკოვის მექანიზმის მანდატიდან გასვლა – მახაშვილი ეუთო/ოდირის ანგარიშზე

ივანიშვილის დეპუტატი, ლევან მახაშვილი ეუთო/ოდირის ანგარიშს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ესაა "აუხდენელი ოცნებების და...

ქუთაისში მშობიარობის შემდეგ 20 წლის გოგო გარდაიცვალა

ქუთაისში, ერთ-ერთ კლინიკაში მშობიარობის შემდეგ 20 წლის გოგო გარდაიცვალა - ოჯახი მომხდარში მედიკოსებს ადანაშუალებს. არსებული...

ეუთოს 24 ქვეყანა მოუწოდებს ივანიშვილს შეასრულოს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები

24–მა პარტნიორმა ქვეყანამ ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოზე მომხსენებელ ანგელიკა ნუსბერგერის ანგარიში მოისმინა, რის შემდეგაც საქართველოში...