მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიგა ბოკერია: კობახიძე ბოდავ-სისულელეს საზღვარი არ აქვს

გიგა ბოკერია: კობახიძე ბოდავ-სისულელეს საზღვარი არ აქვს

Published on

ევროპული საქართველოსლიდერი, გიგა ბოკერია ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის სიტყვებს ეხმაურება, რომელშიც კობახიძე არ გამორიცხავს, გავრილოვი, ევროპული საქართველო და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ერთად მოქმედებდნენ. ბოკერიას თქმით, ეს ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი ბოდვაა.

“აბსურდულია, საბჭოთა ჭაობის სტილში, ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელია, რომ სისულელეს საზღვარი არ აქვს. ისეთი ბოდვაა, რომ თითქოს წამგებიანია, მაგრამ უბრალოდ მათი პროპაგანდის ნიაღვარის ხარჯზე ჯერჯერობით გააქვს. გავრილოვის ამბავზე საჯარო დისკუსია იყო, ეს ხომ ცნობილი იყო დღეების წინ. საჯაროდ მოვუწოდეთ, არ ჩამოუშვათო, დაგეგმილი გვქონდა ჯერ არასაჯაროდ, მერე საჯაროდ წნეხის განხორციელება, რომ ეს არ დაგვეშვა, მაგრამ ავტორიტარულ რეჟიმებს ახასიათებთ ბოდვა, ილუზიით, რომ ბოლომდე გაუვათ”. – თქვა ბოკერიამ.

ირაკლი კობახიძემ პალიტრანიუსთან ინტერვიუში არ გამორიცხა, რომ გავრილოვი, ევროპული საქართველო და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ერთად მოქმედებდნენ. მისი თქმით, 2008 წელს საქართველოს და რუსეთის ხელისუფლება “სინქრონში მოქმედებდნენ”.

სიახლეები

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ვიზიტი დაიწყო. მაიკლ ო'ფლაერტი სამოქალაქო საზოგადოებას უკვე შეხვდა....

ვოლოდიმირ ზელენსკი ფრიდრიხ მერცს შეხვდება

Reuters- ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, დღეს გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს, შეხვდება. გამოცემა...

საიამ ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვა საკონსტიტუციოში გაასაჩივრა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) საფრანგეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. სარჩელი...

14 აპრილი დედაენის დღეა

14 აპრილი დედაენის დღეა 1978 წლის 14 აპრილს თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა - მოქალაქეები...