მთავარისიახლეებისამართალიესებუა ისევ გაიქცა - მორიგი წარუმატებელი სპეცოპერაციის დეტალები ,,მთავარი არხის'' ეთერში

ესებუა ისევ გაიქცა – მორიგი წარუმატებელი სპეცოპერაციის დეტალები ,,მთავარი არხის” ეთერში

Published on

სოფელ ყულიშკარში სროლის ხმა გვიან ღამით ისმოდა. დილით ადგილობრივებმა გაიგეს, რომ ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული ძარცვიდან ორი თვის შემდეგ, ბადრი ესებუა პოლიციას კიდევ ერთხელ გაექცა. 

გზიდან გადავარდნილ ავტომობილს სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღის ნატყვიარი ემჩნევა. საეჭვოა ისიც, რომ მანქანას ნომრები მოხსნილი აქვს.

“მთავარი არხთან” საუბრისას, პოლიციის თანამშრომლებმა სპეცოპერაციის ჩატარება კატეგორიულად უარყვეს და თქვეს, რომ ბადრი ესებუას გაქცევის შესახებ არაფერი იციან და ადგილზე ავტოსაგზაო შემთხვევის გამოსაძიებლად მივიდნენ.

პირი, რომელსაც ბადრი ესებუა ავტომობილით გადაჰყავდა “მთავარი არხის” ინფორმაციით, შალვა გულუაა. 

ის დისტრიბუციის მანქანაზე მუშაობდა და წალენჯიხიდან სოფელში პური დაჰქონდა. სავარაუდოდ, როგორც დისტრიბუტორს, მას ღამით გადაადგილების საშვიც ჰქონდა. ადგილზე პოლიციამ მისი პირადობის დამდასტურებელი მოწმობა იპოვა.

შმაგი გულუა თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია, თუმცა მისი ოჯახის წევრებს უჭირთ გაიხსენონ მსახურობდა თუ არა შმაგი ჯარის სწორედ იმ ნაწილში, სადაც ძებნილი ესებუა.

გულუას ოჯახის წევრების ინფორმაციით, ის ორი კვირის წინ სამუშაოდ პოლონეთში გაემგზავრა და ამ დრომდე ახლობლებს მხოლოდ მესენჯერის საშუალებით ეკონტაქტება, მისი კუთვნილი მანქანის მოდელი კი სოფელ ყულიშკარში გადაჩეხილ მანქანისას არ ემთხვევა.

შსს-ს სოფელ ყულიშკარში მომხდარი საქმის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, შესაბამისად არავის აუხსნია რატომ უნდა გაეგოთ ადგილობრივებს ავტოსაგზაო შემთხვევისას სროლის ხმა, ან რატომ უნდა მოეხსნა ავტომობილის მძღოლს ნომრები და მიმალულიყო. – ამბობს ჟურნალისტი ემა გოგოხია სიუჯეტში ,,ესებუა ისევ გაიქცა – მორიგი წარუმატებელი სპეცოპერაციის დეტალები”

შსს-ს სოფელ ყულიშკარში მომხდარი საქმის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

სიახლეები

ეს არის დიქტატურა-დიასპორა აქციებს აანონსებს

ეს არის სუფთა დიქტატურა, - ასე აფასებს საფრანგეთში ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე, ოთარ ზურაბიშვილი “ოცნების“...

ზელენსკიმ და მაკრონმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიზანიც უკრაინის გაძლიერებაა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 17 ნოემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას,...

იზრდება სახელმწიფოთა რიცხვი, ვინც ემიგრანტ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევენ, ჩვენ ყველაფერში უკან მივდივართ – დოლიძე

„სამართლიანი არჩევნების” ყოფილი ხელმძღვანელი ნინო დოლიძე International Idea-ს მიერ მომზადებულ საზღვარგარეთ ხმის მიცემის რუკას...

იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! – სსრკ სხვა კი არაფერი იყო! – სალომე ზურაბიშვილი

უარი ბოლონიის პროცესზე, უარი ემიგრანტების საარჩევნო უფლებაზე, იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! - სსრკ სხვა...