მთავარისიახლეებიპოლიტიკაერთპარტიული პარლამენტი- ჩიხი, საიდანაც ივანიშვილი სადამსჯელო ღონისძიებებით ვერ გამოვა

ერთპარტიული პარლამენტი- ჩიხი, საიდანაც ივანიშვილი სადამსჯელო ღონისძიებებით ვერ გამოვა

Published on

პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა ივანიშვილის გუნდის მიერ შემუშავებული რეპრესიული კანონპროექტები.

პარტიების დაფინანსების შესახებ კანონპროეტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას, მხოლოდ ის პარტია მიიღებს, რომელის პარლამენტის მადნატებს მიიღებს.

ცვლილებებში ასევე შედის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონპროექტიც – ის პარტიები, რომლებსაც დაფინასნება შეუწყდებათ, ვერც უფასო საეთერო დროს მიიღებენ. 

“ოცნებაში” არ მალავენ, რომ ოპოზიციისთვის ეს არის სადამსჯელო ღონისძიება და ოპოზიციას საბოტაჟში ადანაშაულებენ.

“თუკი საბოტაჟს ახორციელებ ამ ხალხის ნების და პარლამენტის წინააღმდეგ, როგორც კონსიტუციური ინსტიტუტის წინააღდეგ, ამ შემთხვევაში საბიუჯეტო დაფინანსების მიზნობრიობა აზრს კარგავს”, -ამბობს ანრი ოხანაშვილი. 

როდესაც არის დესტრუქციის ესეთი ხარისხი, როდესაც არის მიუღებლობა ყოველგვარი კონსენსუსის და მიღწევის და გადაყვანის ამის კონსტრუქციულ გარემოში, ამ დროს რა არის რეპრესია? მომეცი ფული და მე წამოვწვე მხარ-თეძოზე და ფული მომეცი, და თუ ფულს არ მაძლევ რეპრესიაა? – ამბობს ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი ივანე მაჭავარიანი 

რაც შეეხება ოპოზიციის პასუხს, ლიდერები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის სურს ასეთი რეპრესიებით ოპოზიცია პარლამენტში შეიტყუოს.

სიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საოკუპაციო რეჟიმმა ტყვარჩელის რაიონის, სოფელ ოქუმში საქართველოს მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის...

კალაძე მოსკოვის მექანიზმზე-ეს არის სრული ბოდვა

ეს არის სრული ბოდვა. მე მგონი, ყველა კარგად ვხვდებით თუ რატომ დაიწყო ეს ყველაფერი,...

შესაძლოა დამოუკიდებელი სამაუწყებლო არხების დახურვა გამოიწვიოს – TI კომკომის განცხადებაზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შეფასებით, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია კრიტიკულ ტელევიზიებს ემუქრება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ...

ეს არის მოსკოვის მექანიზმის მანდატიდან გასვლა – მახაშვილი ეუთო/ოდირის ანგარიშზე

ივანიშვილის დეპუტატი, ლევან მახაშვილი ეუთო/ოდირის ანგარიშს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ესაა "აუხდენელი ოცნებების და...