აფხაზეთიდან დევნილ 37 წლის დიანა ფასანძისთვის სახლის ეს კუთხე ყველაზე საყვარელი ადგილია, სადაც ხელთნაკეთ ნივთებს ამზადებს. ერთ დროს ჰობი უკვე საყვარელ საქმიანობად აქცია და შემოსავლის ძირითად ნაწილსაც აქედან იღებს.
თვითნასწავლი ხელსაქმის ოსტატი პროფესიით ინგლისური ენის ფილოლოგია, თუმცა ახლა ყველა საქმე განზე გადადო და დროს მხოლოდ „დიას ჰენდმეიდს“ უთმობს. ამბობს, რომ უსარგებლო ნივთი არ არსებობს და ყველა ძველმანს ახალ სიცოცხლეს სძენს. ჯერ დაფინანსება არ მიუღია, მასალას საკუთარი ხარჯებით იძენს, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები დამაბრკოლებელი ფაქტორი აღმოჩნდა, რადგან ვერ ყიდულობს სასურველ მასალას და ვერც მაღაზიებში აბარებს, ამიტომ ახლა მხოლოდ სოციალური ქსელით ახერხებს პროდუქციის რეალიზებას. „დიას ჰენდმეიდი“ სხვადასხვა აქსესუარს და სასაჩუქრე ნაკრებს მოიცავს. ახალგაზრდა ხელოვანი მსურველებს ნატიფი გემოვნებით, სუფთად და საკუთრი თვალთახედვით დამზადებულ ნივთებს სთავაზობს. ახლა ერთი მიზანი აქვს- ინდმეწარმის სტატუსით დარეგისტრირება, დაფინანსების მოპოვება და საწარმო საქმიანობის გაფართოება.