მთავარისიახლეებიპოლიტიკავინ დაიკავებს გახდება ენმ-ს თავმჯდომარე - ნიკა მელია თუ ლევან...

ვინ დაიკავებს გახდება ენმ-ს თავმჯდომარე – ნიკა მელია თუ ლევან ვარშალომიძე?

Published on

დღეს , 20 დეკემბერს “ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომის ძირითადი საკითხი იყო პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევა.

კანდიდატებად ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე დასახელდნენ. მათი კანდიდატურები ფარული კენჭისყრით გამოვლინდა.

თვის ბოლოს,პარტიის ყრილობაზე გახდება ცნობილი, ვინ დაიკავებს მათგან ენმ-ს თავმჯდომარის თანამდებობას.

ნაციონალური მოძრაობის წევრები და ყრილობის დელეგატები საკუთარ არჩევანს ელექტრონულად გამოავლენენ. 

,,”ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პარტიის თავმჯდომარის ყველაზე გამჭვირვალე არჩევა მოხდება, ელექტრონულად. ათი ათასობით პარტიის მხარდამჭერს და ასევე, პარტიის წევრებს ამ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ. ჩვენ ძალიან მობილიზებული ვართ, რომ რაც შეიძლება სწრაფად იქნას არჩეული ახალი თავმჯდომარე და ახალი წლის შემდგ, ახალ თავმჯდომარესთან ერთად, გადავიდეთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებში” – ამბობს პარტიის წევრი, ზაალ უდუმაშვილი.

,,იგი უნდა გაუძღვეს პრეზიდენტ სააკაშვილთან და ყველა დონის ჩვენს ლიდერთან ერთად იმ ბრძოლას, რაც გველის წინ ამ დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ” – ამბობს პარტიის წევრი, გია ბარამიძე.


შეგახსენებთ, რომ ენმ-ის თავმჯდომარის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც 15 დეკემბერს გრიგოლ ვაშაძემ “ნაციონალური მოძრაობა” და მის მიერ დაკავებული ყველა პარტიული თანამდებობა

სიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საოკუპაციო რეჟიმმა ტყვარჩელის რაიონის, სოფელ ოქუმში საქართველოს მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის...

კალაძე მოსკოვის მექანიზმზე-ეს არის სრული ბოდვა

ეს არის სრული ბოდვა. მე მგონი, ყველა კარგად ვხვდებით თუ რატომ დაიწყო ეს ყველაფერი,...

შესაძლოა დამოუკიდებელი სამაუწყებლო არხების დახურვა გამოიწვიოს – TI კომკომის განცხადებაზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შეფასებით, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია კრიტიკულ ტელევიზიებს ემუქრება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ...

ეს არის მოსკოვის მექანიზმის მანდატიდან გასვლა – მახაშვილი ეუთო/ოდირის ანგარიშზე

ივანიშვილის დეპუტატი, ლევან მახაშვილი ეუთო/ოდირის ანგარიშს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ესაა "აუხდენელი ოცნებების და...