აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ ჩანგელიების 5-სულიან ოჯახს აქვს სამოთახიანი ბინა ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ხოლო ბებიას, სახელმწიფოს მიერ დაკანონებული ბინა თბილისში

0
481

დევნილთა სააგენტო აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ ჩანგელიების დევნილ ოჯახთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მათი განმარტებით, ჩანგელიების დევნილი ოჯახი დამისამართებულია ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, შესაბამისად, ბინა, მათივე თანხმობის საფუძველზე, ქალაქ ზუგდიდში მიიღეს, რაც მშობლების ხელმოწერითაც დასტურდება.

“გვსურს, გამოვეხმაუროთ მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ ჩანგელიების დევნილ ოჯახთან დაკავშირებით. დევნილთა სააგენტომ, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, ჩანგელიების 5-სულიან ოჯახს, ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსში, სამოთახიანი ბინა გადასცა. დევნილ ოჯახს, მიღებული ჰქონდა ადმინისტრაციული დაპირება, რომლის თანახმადაც სახელმწიფო, პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოფდა საცხოვრებლით. ჩანგელიების დევნილი ოჯახი დამისამართებულია ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, შესაბამისად, ბინა, მათივე თანხმობის საფუძველზე, ქალაქ ზუგდიდში მიიღეს, რაც მშობლების ხელმოწერითაც დასტურდება. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად 2020 წლის 7 დეკემბერს გამოქვეყნდა, ხოლო 14 დეკემბერს ჩანგელიების ოჯახს, სხვა დევნილ ოჯახებთან ერთად ბინა გადავეცით.

ზუგდიდში, სამოთახიანი ბინა გადაეცათ მშობლებსა და 3 შვილს, მათ შორის 8 წლის ბიჭს, რომლის ფოტოთიც ბოლო რამდენიმე დღეა მანიპულირებენ. რაც შეეხება ბებიას, მას სახელმწიფოს მხრიდან თბილისში, სამგორის ქუჩაზე, 33 კვ.მ საცხოვრებელი ფართი აქვს დაკანონებული. ჩვენ ყოველდღიურად ვზრუნავთ, რომ თითოეულ დევნილ ოჯახს ღირსეული საცხოვრებელი პირობები შევუქმნათ. ამიტომ, ვთხოვთ სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებს გადაამოწმონ ინფორმაცია და არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში, განსაკუთრებით ისეთ მტკივნეულ თემასთან დაკავშირებით, როგორიცაა არასრულწლოვანისა და დევნილი ოჯახის ღია ცის ქვეშ დატოვება, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს”, – აღნიშნულია დევნილთა სააგენტოს განცხადებაში.

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის წარმომადგენელი, ანა არგანაშვილი აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ ჩანგელიების ოჯახზე დევნილთა სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.  

როგორც არგანაშვილი წერს, გიგი ჩანგელიას ოჯახს ზუგდიდში გადაცემული ბინის გასაღებიც არ აქვთ და, მათივე ინფორმაციით, ამ კორპუსში ჯერ არავინ შესახლებულა.

“ვინაიდან ამ ოჯახს არ ჰქონდა საცხოვრებელი მთელი ეს პერიოდი, ამიტომ ააშენეს ნაგავსაყრელზე სახლი და ამაში შშმ პირთა პენსიის წინასწარგამოტანილი სესხი გამოიყენეს. მათ ამ სესხის აღება და საჭმლის ნაცვლად სახლის აშენება არ მოუწევდათ, ეგ ბინა დროულად რომ გადაგეცათ. მათი მთავარი მოთხოვნაც ესაა, სესხი, რაც სახლის აშენებაში გადაიხადეს, დაუბრუნოთ და სანამ ზუგდიდის გასაღები არ ექნებათ, ქუჩაში არ დატოვოთ.

შშმ პირთა პენსია ადამიანებს იმისთვის აქვთ დანიშნული, რომ საჭმელი ჭამონ და არა ნაგავსაყრელზე სახლები აშენონ. თქვენ კი ადამიანების საჭმლის ფულით აშენებულ სახლებს ბულდოზერები არ უნდა ურტყათ”. – წერს ანა არგანაშვილი.

წინა სტატიაევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მანდატი ორი წლით გაუხანგრძლივდა
შემდეგი სტატიათბილისი თოვლის მოლოდინშია, იგი უკვე გზაშია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური