მთავარისიახლეებიპოლიტიკავის როგორ ესმის სიტყვა რევოლუცია ოპოზიციაში და ხელისუფლებაში?

ვის როგორ ესმის სიტყვა რევოლუცია ოპოზიციაში და ხელისუფლებაში?

Published on

გუშინ, 18 დეკემბერს, მელიამ განაცხადა,  რომ ხელახალი არჩევნები არის უცვლელი მოთხოვნა და ეს არ გადაიხედება და პროტესტი გადაიზრდება უკმაყოფილებაში, “ტრანსფორმირდება შეიძლება, მათ შორის, მშვიდობიან რევოლუციაში”.

მის ამ სიტყვებს რევოლუციის შესახებ, კრიტიკა მოყვა, რამაც ნიკა მელია აიძულა განემარტა რას გულისხმობს რევოლუციაში.

“მშვიდობიანი რევოლუცია ნიშნავს იმას, რომ სამოქალაქო პროტესტის შედეგად ხელისუფლება იძულებულია გადადგეს და ინიშნება ვადამდელი არჩევნები — ეს არის დემოკრატიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი და ფუნდამენტიც კი”.

ნიკა მელიას გარდა, ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამაც განაცხადა, ,რომ ხელისუფლებამ რევოლუციური გზით მოქმედების არჩევანი დაუტოვათ, რაც არ სურთ. მისი თქმით, შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთი სწორი გზა — ვადამდელი, ნორმალური არჩევნებია

იუსტიციის ყოფილი მინისტრი და პარლამენტის წევრი, თეა წულუკიანი კიამბობს, რომ ვერავითარი რევოლუცია ამ ქვეყანაში ვერ იქნება. წულუკიანის თქმით, პოლიტიკურ ძალებს არეულობისა და დესტაბილიზაციის საშუალებას არავინ მისცემს.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...