მთავარისიახლეებიპოლიტიკათუკი ახალი არჩევნები არ დაინიშნება, სახალხო პროტესტი გაგრძელდება და მშვიდობიანი, მაგრამ...

თუკი ახალი არჩევნები არ დაინიშნება, სახალხო პროტესტი გაგრძელდება და მშვიდობიანი, მაგრამ მკვეთრი აქციები დაიწყება-აცხადებს ოპოზიცია

Published on

გაყალბებული არჩევნების შედეგად ფორმირებულ პარლამენტს ოპოზიციამ საბოლოო უარი უკვე ყველა ფორმით უთხრა: უარი თქვა მანდატებზე, ჩახსნა სიები და ეს ყველაფერი ისე მოახერხა, რომ არც მოლაპარაკებები ჩაუშლია, თუმცა, ოთხმა რაუნდმა, ფასილიტატორთა მონაწილეობით, უშედეგოდ ჩაიარა.

მეხუთე რაუნდის მოლოდინში, რომლის თარიღი, ისევ ხელისუფლების სიხისტის გამო, ამ დრომდე გაურკვეველია, ოპოზიციამ კიდევ ერთხელ შეკრება და ერთიანი გეგმის შეთანხმება გადაწყვიტა. 

შეთანხმების მიხედვით, თუკი ზეწოლა ხელისუფლებაზე არ გამოიღებს შედეგს და ახალი არჩევნები არ დაინიშნება, სახალხო პროტესტი გაგრძელდება და მშვიდობიანი, მაგრამ მკვეთრი აქციები დაიწყება. 

ამასთან, ოპოზიციაში ხაზს უსვამენ იმასაც, რომ იმედი აქვთ, ჯერ კიდევ არაა ამოწურული მოლაპარაკების ყველა რესურსი, მაგრამ ეს დამოკიდებულია ხელისუფლებაზე. 

ან ხელისუფლება, საღი აზრიდან გამომდინარე, დანიშნავს ახალ არჩევნებს, ან ოპოზიცია მშვიდობიან, მაგრამ მკვეთრ მოქმედებებზე გადავა. არ არსებობს, ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები არ დაინიშნოს, – ამბობს ენმ-ის პოლიტსაბჭოს ლიდერი ნიკა მელია.

აქციები არც შეწყვეტილა, მაგრამ თუ ახალი არჩევნები არ დაინიშნება, ოპოზიცია განგრძობით აქციებზე გადავა, ვიმოქმედებთ ისე, რომ იმაზე მეტი ზიანი არ მივაყენოთ ამ ქვეყანას, ვიდრე უკვე მიადგა ხელისუფლების ქმედების შედეგად, – ამბობს “ევროპული საქართველოს” ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია. 

მეხუთე რაუნდზე განსახილველი ერთადერთი საკითხი უნდა იყოს თარიღი – როდის დაინიშნება ხელახალი არჩევნები. არ იქნება ახალი არჩევნები? არ იქნება მშვიდობა. ოპოზიცია შეცდომას უშვებს, როცა თამასას სწევს დაბლა, კობახიძის დონეზე, რადგან ამ ქვეყანაში ყველაფერს წყვეტს ერთი კაცი – ბიძინა ივანიშვილი, – ამბობს ირაკლი ოქრუაშვილი.

რაც შეეხება ხელისუფლებას, მათი პოზიცია ცნობილია – ისინი ახალი არჩევნების დანიშვნას არ აპირებენ.

სიახლეები

ისრაელის საჰაერო დარტყმების შემდეგ თეირანში “დაღამდა” და “ნავთობის წვიმასაც” ელოდებიან

აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ირანის სანაპიროსთან ახლოს ატომური ავიამზიდები განათავსეს. ისრაელი ჰაერიდან იერიშებს...

ირანს ახალი სულიერი ლიდერი ჰყავს, ვინაობა არ სახელდება

ირანის სასულიერო პირთა ექსპერტთა ასამბლეამ ქვეყნის ახალი უზენაესი ლიდერი აარჩია, თუმცა არჩეული პირის ვინაობა ჯერჯერობით...

რა თქმა უნდა, ბიძინას ნაკლი არა აქვს, რომ არ მჯეროდეს, ამდენ ბულინგს ვერ გავუძლებდი – შალვა რამიშვილი

"ქართული ოცნების" პროპაგანდისტი, ქრთამის მიცემისა და გარყვნილი ქმედებისთვის მსჯავრდებული, "პოს ტვ"-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი და...

გორში იარაღით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს – “ქართლის ამბები”

გორში, სოფელ სვენეთში, იარაღიდან გასროლით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს - ინფორმაციას ადგილობრივი მედია...